x
image
გემი დალანდი
ლამაზი,თბილი და ხარისხიანი-ანუ როგორ შევარჩიოთ ნაქსოვი სვიტერი სწორად
image

ცივ ამინდში და მით უმეტეს ზამთარში ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი ნაქსოვი სვიტერი ხდება.სვიტერი უნივერსალურ სამოსადაა მიჩნეული, მაგრამ მისი სწორად შერჩევა ყველას როდი შეუძლია.სამაგიეროდ, ყველას სურს, რომ მისი სვიტერი მოდურიც იყოს, ხარისხიანიც და თავისი მთავარი ფუნქციაც შეასრულოს-დაიცვას სიცივისგან.

გათბობას რაც შეეხება-გახსოვდეთ, ძაფის შემადგენლობა მნიშვნელოვანია!

თუ თბილი სვიტერის შეძენა გსურთ, არჩევანი გააკეთეთ მხოლოდ შალის ძაფის მასალაზე ან ისეთ სვიტერზე, რომელიც შალთან ერთად სინთეტიკური ძაფის უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს, მაქსიმუმ30%-ს. თითქოს ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში არც ისე მარტივია ყველაფერი.


image

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “შალი" მინიმუმ 6 დასახელების ძაფს მოიცავს:მატყლის, მერინოსის მატყლის, ქაშმირის, ალპაკის, მოხერის და ანგორის. ყოველ მათგანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს და განსხვავდებიან როგორც ტანზე დგომით, ასევე ფასით.

შალის ძაფი – ელასტიურია და თბილი, თუმცა მალე კარგავს ფორმას და თან იჩხვლიტება, რაც ერთგვარ დისკომფორტს იწვევს . მისი უარყოფითი მხარე კი წელვადობაა .
მერინოსი (შალის ძაფის სახე)- მიუხედავად იმისა, რომ შალია, არ იჩხვლიტება და კარგია საბავშვო ნივთების მოსაქსოვად.
ქაშმირი – შალის შემადგენლობით; წარმოებულია ტიბეტური თხის ბეწვისგან და ძალიან ძვირია.
ანგორის ძაფი- შალის შემადგენლობით; წარმოებულია კურდღლის ბეწვისგან, ის ძალიან რბილი და ფუმფულაა.
ალპაკის ძაფი – ერთადერთი შალის ძაფი, რომელიც არ ითელება და ინარჩუნებს ფორმას.

მოჰერი-ანგორული თხის მატყლი, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ მბზინვარე, რომლისგანაც იქსოვება ე.წ “Orenburg shawls

image

შალის სვიტერები ნატურალური შემადგენლობის წყალობით სითბოს ინარჩუნებენ და ამავე დროს არც “სათბურის ეფექტს" ქმნიან, ანუ ასეთ სვიტერებში თბილად იქნებით და არც გაიოფლებით, სინთეტიკური სვიტერებისგან განსხვავებით.

ხარისხიანი სვიტერის მაქსიმუმ 70 % შალისგან უნდა შედგებოდეს. დანარჩენი ძაფი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასურველია 30%-ზე მეტი არ იყოს. თუმცა სინთეტიკასაც თავისი დანიშნულება აქვს, მაგალითად:ელასტინი და ვისკოზა სვიტერს სირბილესა და ელასტიურობას ანიჭებენ, პოლიესტერი და აკრილი კი სიმტკიცეს მატებენ ძაფს.

image

რაც შეეხება აკრილის, პოლიამიდის და პოლიესტერის სვიტერს-ზამთრის ყინვებისთვის ცუდი არჩევანია. ასეთი სვიტერი “სათბურის ეფექტს" ქმნის და მასში გაიოფლებით, ამავე დროს ვერ გათბებით.სინთეტიკური ძაფის ერთადერთი ღირსება ისაა, რომ მისი ბოჭკო გაცილებით უფრო მტკიცეა. თავად ნაქსოვი კი მალე იბურძგლება, იმუხტება და კანთან შეხებისას უსიამოვნოა.

სვიტერის არჩევისას იხელმძღვანელეთ იმით, თუ სად აპირებთ მის ჩაცმას. თუ ოფისში-მაშინ უპირატესობა პასტელის ფერებს მიანიჭეთ. გამოსასვლელი სვიტერის ფერი კი სულ სხვანაირი შეიძლება იყოს, დაწყებული თეთრით და დამთავრებული ჟოლოსფერით.

image

სვიტერი უხდება როგორც შარვლებს, ისე ქვედაბოლოებს, თუმცა რას შეუხამებთ, ეს უკვე სვიტერის ფასონზეა დამოკიდებული.

მაგალითად, მსხვილად ნაქსოვი, მაღალყელიანი სვიტერი იდეალური ვარიანტია სიცივეებისთვის და შარფისგანაც გაგანთავისუფლებთ.V-ფორმის საყელოიან სვიტერს რაც შეეხება, თუ მის ქვეშ ბლუზას ჩაიცვამთ-იდეალური ვარიანტია ოფისისთვის.

მნიშვნელოვანი:

სვიტერის არჩევისას ყურადღებით გაეცანით იარლიყს. ხარისხიან სვიტერს ორი იარლიყი მაინც უნდა ჰქონდეს, ერთი საყელოზე-რომელზეც მითითებულია ბრენდი, კოლექციის დასახელება და ზომა, მეორე კი გვერდის ნაკერში-რომელზეც ზომა, შემადგენლობა და მოვლის რეკომენდაციებია მოცემული.

0
179
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0