x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ასტრონომია - საინტერესო ფაქტები
პლანეტები


14 მილიარდი წლის წინ სამყარო ისე სწრაფად გაფართოვდა, რომ არსებობის პირველი წამის განმავლობაში სამყარო ატომზე პატარა სხეულიდან, ჩვენს მზის სისტემაზე 1000-ჯერ უფრო დიდ სხეულად იქცა.


დიდი აფეთქება


მზის დიამეტრი 13, 900, 000 კილომეტრია. მისი მასა კი 333, 000 დედამიწის მასის ტოლია. მზის ბირთვის ტემპერატურა 15, 000, 000 ცელსიუსს უდრის. მანძილი დედამიწიდან მზემდე 150, 000, 000 კილომეტრია (შედარებისთვის დედამიწასა და ვენერას შორის მანძილი 38 მილიონი კილომეტრია). მზე დაიბადა 4.6 მილიარდი წლის წინ და თავისი სიცოცხლის ნახევარი აქვს განვლილი.



მზე


4 მილიარდი წლის წინ მზე 25%-ით ფერმკრთალი იყო.

მზის სისტემა აერთიანებს 8 პლანეტას, 5 ჯუჯა პლანეტას, 150-ზე მეტ ამ პლანეტათა თანამგზავრს (მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი მთვარეა) და მილიონობით კომეტას და ასტეროიდს.


მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელია, რომელიც 4.5 მილიარდი წლის წინ შეჯახებებით განადგურებული ჩვენი მზის სისტემის პლანეტათა ნარჩენებია. "ირმის ნახტომის" ანუ "რძის გზის" გალაქტიკაში ათეულ მილიონობით ასეთი გიგანტური ლოდი დაფრინავს. ზოგიერთი იმდენად დიდია, რომ შეჯახების შემთხვევაში მთელი პლანეტების განადგურების ძალა შესწევთ. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გაანადგურა დინოზავრები დედამიწაზე 65.5 მილიონი წლის წინ.


ასტეროიდების სარტყელი


მარსზე მზის სისტემაში უდიდესი ვულკანია - 600 კილომეტრის სიგრძის ოლიმპუს მონსი. სიმაღლეში ის 26 კილომეტრია (26, 000 მ.), ასევე მარსზეა მზის სისტემის უდიდესი კანიონი - ვალეს მარინერისი (მარინერის ხეობა) - 4000 კილომეტრის სიგრძის, რაც დედამიწის უდიდეს კანიონზე 10-ჯერ გრძელია. მისი საშუალო სიღრმე 7 კილომეტრია, ხოლო ცენტრალური ნაწილის უდიდესი სიგანე 600 კილომეტრს სცდება.


მთა მარსზე - ოლიმპუს მონსი


დედამიწამ და მარსმა გამყინვარების მრავალი ეპოქა განვლო. მაგალითად 600 მილიონი წლის წინ დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი ყინულით იყო დაფარული. ასეთი კლიმატური ცვლილებები პლანეტების ორბიტის და დახრილობის ცვლილებებითაა განპირობებული.


დედამიწა 600 მილიონი წლის წინ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
282
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0