x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
"უკანასკნელად მივყვირი ყველას: შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე! " - ფრანსუა ვიიონის გენიალური ბალადა
1463 წლის 5 იანვარს ფრანსუა ვიიონი პარიზიდან საბოლოოდ განდევნეს,


სტუდენტობის პერიოდში მას ბრალი დასდეს აბატის მკვლელობაში და იძულებული გახდა პირველად დაეტოვებინა პარიზი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მან ისევ შეძლო ქალაქში დაბრუნება, თუმცა შობის დღეს მონაწილეობა მიიღო ნავარის კოლეჯის ძარცვაში და დააპატიმრეს, შემდეგ ლუი XI-მ შეიწყალა და გაათავისუფლა.


სწორედ ამ დროს შეიქმნა მისი მთავარი ნაწარმოები - დიდი ანდერძი თუმცა ბოლოს ისევ ქურდობის გამო აპატიმრებენ და 10 წლით უკრძალავენ დედაქალაქში ჩასვლას.


ამის შემდეგ ვიიონის კვალი ქრება და მისი ცხოვრების შესახებ მონაცემები აღარ არსებობს.




image


მისი ბალადევიდან ცნობილია "დიდი ადნერძი "და "მძირე ანდერძი", ასევე "პარიზის პარლამენტის სადიდებელი", ანდაზების ბალადა, უკუთქმათა ბალადა, წვრილთქმათა ბალადა წარმოგიდგენთ დავით წერედიანის მიერ თარგმნილ შენდობის ბალადას:


ფრანსუა ვიიონი

"შენდობის თხოვნა" (თარგმანი დავით წერედიანისა)



ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს.

ყმაწვილს გასენილს ტრფიალის სენით გოგოს,

რომელსაც ლამაზი კაბა შემოსტკეცია ტანზე და შვენის,

ქუჩის მასხარას შემოსილს, ჭრელად.

თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,

უკანასკნელად მივყვირი ყველას:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!



ქალებს, რომლებიც გზისპირას დგანან

და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,

შარის საძებრად გამოსულ განაბს,

კარტის მწყობელს და შიგნების მშიგვნელს,

ჯამბაზს, რომელიც დაათრევს ხელანს,

ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს,

უკანასკნელად მივყვირი ყველას:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,

ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში,

ვის გამოც პურის გამხმარი ყუით

ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს....

თუმცა...ვკვდები და რა მათთვის მცხელა“,

ცოდვილს მინდოდდა მათ სულში ჩამე....

ჩამე...ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას,

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!


მეცლება სული, მეცვლება ნირი,

მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ.

მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი:

შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!



image


ფრანსუა ვიიონის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ფლამანდრიულმა ფოლკლორმა, მის ბალადებში იგრძნობა რეალისტური, სარკაზმული მიდგომა, რაც ბუნებრივი ხდება მისი ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინებით. საქართველოში თარგმნის დღიდან აქტუალურია მისი ბალადები, რადგან სწორედ მისი ლირიკა გამოხატავს ყველაზე მეტად სოციალური უსამართლობით დაჩაგრული ადამიანების გულისტკივილს.



0
615
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
615
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0