x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2018 წლისთვის:მესამე მსოფლიო ომი,უბედურება,ადამიანების ასაკი 200 წელს მიაღწევს
image


ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, 2018 წელი იქნება საშინელი წელი გლობალურ ისტორიაში. ეს წელი სავსე იქნება უბედურებით, ეკონომიკის ვარდნით და მოსალოდნელია მესამე მსოფლიო ომი!



ფრანგმა წინასწარმეტყველმა ნოსტრადამუსმა, თავის დროზე იწინასწარმეტყველა ნაპოლეონის, ჰიტლერის აღზევება და 9/11 აშშ-ს ტრაგედია. ახლა კი მკვლევარები იკვლევენ მის ჩანაწერებს, თუ რა იწინასწარმეტყველა 2018 წლისთვის.უმეტესობა მიიჩნევს რომ წინასწარმეტყველება მესამე მსოფლიო ომის შესახებ სიმართლეა, რადგან მსოფლიოში მძიმე ეკონომიკური ფონია, ადამიანები შეიპყრო უიმედობამ და დეპრესიამ, ისინი არიან უსამართლოდ დევნილი და მივიწყებული მათივე ქვეყნის მიერ. მაშ ასე, წინასწარმეტყველება :

1.მესამე მსოფლიო ომი-ეს ყველაზე შემაძრწუნებელი წინასწარმეტყველებაა. ნოსტრადამუსი წერს"დიდი ომი დაიწყება საფრანგეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, ეს იქნება გრძელი და საშინელი ომი ყველასთვის.ბოლოს სიმშვიდე დაისადგურებს, მაგრამ ცოტა თუ იგრძნობს ამას"." ომი დაიწყება მსოფლიოს ორ უდიდეს ძალას შორის" .. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნაწინასწარმეტყველებია ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის გაერთიანება აშშ-ს წინააღმდეგ.



2.ვეზუვის უდიდესი ამოფრქვევა. "იტალიელი ვულკანი შეაზანზარებს დედამიწას ყოველ 5 წუთში, სულ მცირე 6000 ადამიანი დაიღუპება".

3.საშინელი მიწისძვრა ნოსტრადამუსი წერს"მიწისძვრა განსაკუთრებით ეხება აშშ-ს დასავლეთ ნაწილს" . სიფრთხილისთვის აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა გამოიკვლია სეისმური ზონები და ყველაზე აქტიური აღმოჩნდა კალიფორნია სან ანდრეასის ჩათვლით.

4.კომეტის ან ასტეროიდის ჩამოვარდნა "მსოფლიოში უდიდესი ძალადობის შემთხვევები დაემთხვევა კომეტის გამოჩენას ცაზე.ატომური და ბუნებრივი კატასტროფები გაანადგურებს ჩვენს პლანეტას" . ნასა კი გვამშვიდებს, რომ ასეთი მასშტაბური შეჯახება დედამიწას 100 წლის მანძილზე არ ემუქრება

5. ეკონომიკური კოლაფსი- ნოსტრადამუსი წერდა"უამრავი მდიდარი დაიღუპება".- ეს ახსნეს ამდაგვარად, რომ ეკონომიკური კოლაფსი პირდაპირ კავშირში იქნება მესამე მსოფლიო ომთან და ბუნებრივ კატასტროფებთან.

6.ადამიანები 200 წელს მიაღწევენ. "მედიცინის მიღწევების წყალობით ადამიანები 200 წელს მიაღწევენ" ჩვენებური ინტერპრეტაციით, დღევანდელი 80 წლის ადამიანი ჰგავს ძველ დროში მცხოვრებ 50 წლის დამიანს, ცხოვრების და სიცოცხლის ხარისხით.

მიუხედავად დამთხვევებისა, უამრავი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ წინასწარმეტყველებების მიმართ, რადგან მათი თქმით, ნოსტრადამუსმა მესამე მსოფლიო ომი 1999 წლისთვისაც იწინასწარმეტყველა.

0
2106
3-ს მოსწონს
ავტორი:იორინდა
იორინდა
2106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0