x
image
ლიკა ელიშვილი
უცნაური ისტორიული ობიექტები და მათი საიდუმლოებები
რა ვიცით ისტორიის შესახებ? წლებია ვსწავლობთ, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით რეალურია ის თუ არა. იგივე ეხება ისტორიულ ობიექტებსაც. ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი არ არის სწორი. ზოგჯერ სიმართლე იმდენად შორსაა უკვე ცნობილი ამბისგან, რომ მერე ძნელია დაჯერება.

მე მოგიყვებით რამდენიმე უცნაურ ისტორიულ ობიექტებზე და მათ საიდუმლოებებზე.

ნიღაბი image

ოქსფორდის მუზეუმში არის ასეთი უჩვეულო ნიღაბი ვანუატუ. მას უმრავ რამეს მიაწერდნენ და ათას ისტორიას ქმნიდნენ თუ რისთვის იყო.რეალურად იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა და არა მთვარიან ღამეს ქვრივებისა და ადამიანების მოსაკლავად.

მეფე ჩარლზ I და მისი საყურე

image
უმრავლესობა იცნობს მე -17 საუკუნის მონარქს ჩარლზ I- ს, რომელიც ინგლისურმა პარლამენტმა გაათავისუფლა, მაგრამ ის ასევე ცნობილია თავისი საყურეებითაც.

ჩარლზი იყო მოდური მამაკაცი და იგი ჩაცმითაც გამოირჩეოდა.რა იყო ამ საყურეში განსაკუთრებული?

მარგალიტის საყურე ნამდვილად დიდი (19 მმ სიგრძის იყო ) და იშვიათი მსხლის ფორმა ქონდა. მან საყურის მოხსნაზე აღსრულებისასაც კი უარი თქვა და სიცოცხლის ბიოლომდე ერთგულად ატარა.

თიხის ქილა imageუძველეს რომაელებს ჰქონდათ უცნაური კვების ისტორია.ისინი აი ასეთი ფორმის თიხის ქოთნებში ათავსებდნენ ზოგიერთ მღრღნელს და მასში კაკალს აგდებდნენ.მღრღნელი გარს ურტყავდა ქოთანს შიგნიდან და კაკლისკენ მიიწევდა.ასე ასუქებდნენ მას დღესასწაულამდე და ვისიც უფრო მსუქანი იქნებოდა ბოლოს ის იმარჯვებდა.

ციანომეტრი image

რატომ სურს ვინმეს ცის სიღრმის გამოთვლა? პასუხი არის რომანტიული შვეიცარიელი მეცნიერი ჰოასე-ბენიდედიქ საუსურისი.მას სურდა აეხსნა ცის სილურჯე და ზოგადად მისი ფენომენი.

49 წლის ასაკში მან დაიპყრო 15, 774 ფუტის მონფლანის სამიტი და გამოიყენა თავისი სპეციალური ციანომეტრი ცის ფერის ცვლილების შესაფასებლად, მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ამოხსნა ცის ფენომენი.

ულვაშიანი ჭიქები image მე -19 საუკუნეში, ბრიტანეთში, ერთმა ჯელტლმენმა შექმნა ეს ჭიქები.მას ძალიან სახალისო და საინტერესო ისტორია აქვს. ჭიქები სპეციალურად მამაკაცებისთვის შეიქმანა, რადგან ულვაშიან კაცებს უჭირდათ ცხელი ჩაის დალევა ჩვეულებრივი ფინჯნიდან.მე- 19 საუკუნეში ეს საინტერესო ჭიქები განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლებოდა.

უძველესი ბოულინგი imageმეფე ჰენრი VIII ცნობილი იყო მრავალ სფეროში, მაგრამ ასევე ცნობილი იყო როგორც გაზონის ბოიფის დიდი გულშემატკივარი.

ლონდონის ჯვრის სარკინიგზო პროექტისთვის სათხრელი სამუშაოების გამო, აღმოაჩინეს მეფის იოანეს სახლის (მათ შორის ერთი ძველი ბოულინგის ბურთი) ნარჩენი.

მართალია ინგლისი არ არის ქვეყანა, სადაც ბოულინგის თამაში დაიბადა. ბოულინგ ისტორია ძველ ეგვიპტელებსა და რომაელებს უკავშირდება. ინგლისში კი ბოულინგი გამოჩნდა არა უადრეს მე -13 საუკუნეში.


image
გერმანელი გამომგონებელი კარლ ბაუნშისტი ერთ ღამეში ოთახში იჯდა, როდესაც ართრიტმა შეაწუხა ძალიან.მას ხელში ნემსი ეკავა, რა დროსაც იგი შეერჭვა და იგრზნო როგორ გაუარა ტკივილმა.მართალია ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ჩხვლეტამ უშველა.მან გამოიგონა შემდეგ მსგავი ნივთი, რომელსაც 30 ნემსი ქონდა. დაავადების ეტაპზე ავადმყოფები, საჭიროებენ ამ "ხელოვნური ფორების" შექმნას მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. საოცარია მაგრამ, უმეტესწილად ეს მეთოდი შველოდა ადამიანებს.

imageზოგი ფიქრობს, რომ მკვდრები იმ ქვეყნად ისვენებენ, ზოგი ფიქრობს რომ არა!

ედინბურგის ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ “არავინ არ არის უსაფრთხოდ, არც სიკვდილის შემდეგ!"

ეს ამბავი იქიდან მოდის, რომ ზოგიერთი ექიმი იპარავდა ადამიანის სხეულის გარკვეულ ნაწილებს და იყენებდა მას თავისი პროფესიის შესაბამისად. ჩვეულებრივმა ადამიანებმა კი ასე გადაწყვიტეს თავიანთი წინაპრების ცხედრების დაცვა.

3
226
7-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
226
  
2017, 28 დეკემბერი, 22:04
ჭიქები :დ
2017, 28 დეკემბერი, 10:17
როგორ მიყვარს ასეთი სტატიები!
0 1 3