x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მესტიის საკრებულოს დეპუტატი საკუთარმა ნათესავმა ჩაცხრილა

image

მესტიის საკრებულოს მოკლული დეპუტატის მეზობლების განცხადებით, ლომარ ნიგურიანს ბიძაშვილმა მამუკა ნიგურიანმა მესტიის ბაზრის ეზოში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოკლულის ოჯახთან, რათა ექსპერტიზაზე მოხდეს ცხედრის გადასვენება, რაზეც ოჯახი უარს აცხადებს.
მესტიაში შეიარაღებული თავდასხმის დროს საკრებულოს წევრ ლომარ ნიგურიანს საკუთარ სახლთან 25 დეკემბერს რამდენჯერმე ესროლეს.
დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა. გარდაცვლილი ნაციონალური მოძრაობის წევრია.
0
239
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0