ტენდენციები თუ გსურთ ზამთარშიც მოდურად გამოიყურებოდეთ,მოაშორეთ გარდერობიდან ეს 10 რამ 2017, 25 დეკემბერი, 17:42 იყო მოდურად ჩაცმული- ერთი შეხედვით ძალიან მარტივია: არ ჩაიცვათ არამოდურად!
მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველაფერი არც ისე ადვილია. გთავაზობთ 10 ნივთის ჩამონათვალს, რომელიც დროა გარდერობიდან მოაშოროთ, თუ გსურთ, რომ ძველმოდურად ან არამოდურად არ მოგნათლონ.
სასაცილო და “საყვარელი" ქუდები
ასეთი სასცილო და “საყვარელი" ქუდები, მრავალნაირი და სხვადასხვა გაფორმებებით, მხოლოდ ერთ კითხვას ბადებს მნახველში: ამის პატრონმა არ იცის, რომ დიდი ხანია გამოვიდა საბავშვო ბაღის ასაკიდან? 2.უთითო თათმანები მათი პრაქტიკულობა ეჭვს ბადებს. თითები გეყინებათ, გიწითლდებათ და კანიც ზიანდება ყინვისგან. ეს თათმანები, როგორც ცნობილია მე-18 საუკუნეში გაჩნდა, მათ ქუჩის მოვაჭრეები და მეყვავილეები იყენებდნენ, რომ ზამთარში მონეტების დათვლა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. თუ თავს მე-18 საუკუნის პარიზელ ქუჩის მეწვრილმანედ არ თვლით-გირჩევთ სასწრაფოდ მოაშოროთ ეს ნივთი თქვენი გარდერობიდან. 3.უგები ქალაქში უკვე რამდენჯერ ითქვა, რომ უგები არაა განკუთვნილი ქალაქისთვის და მით უფრო სამსახურში სასიარულოდ.მაგრამ არა! დაიკლებს თუ არა ტემპერატურა, ქალაქი მაშინვე ამ უფორმო ფეხსაცმლით ივსება, რომელიც ნამდვილად არაა მოდური. 4.თეთრი ჩექმები რომ ვიცოდეთ ვინაა ამ “გამოგონების" ავტორი და დროში დაბრუნება შეგვეძლოს, ალბათ დღეს ერთი მოდური ტრაგედიით ნაკლები გვექნებოდა. და რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ძალებს აღემატება, ისღა შეგვიძლია დაჟინებით მოვითხოვოთ: არასოდეს!გესმით? არასოდეს არ ჩაიცვათ ისინი! ძნელად თუ მოიძებნება ზამთრის სხვა ფეხსაცმელი, რომელიც ასე ძნელად ეხამება სამოსს და თან საშინლად უგემოვნოდ გამოიყურება. 5.ბეწვის ჟილეტი რათქმაუნდა, მოდის სამყაროში “ღირსეული" ბეწვის ჟილეტებიც მოიძებნება, მაგრამ დაგვერწმუნეთ, გარდერობის ეს “მშვენება" სრულიად შეუფერებელია სიტყვა “მოდურისთვის". თანაც, საეჭვოა ზამთარში ამ ჟილეტით გათბეთ, თუ პალტოზე ან ქურთუკზე არ ჩაიცვამთ. განსაკუთრებით საშინელი კი უწესრიგო, ბღუჯა-ბღუჯა ამოშვერილი და გაურკვეველი ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ჟილეტია. 6.თხელი კოლგოტი თხელი კოლგოტი და შიშველი ფეხის ეფექტი სრულ დისონანსს ქმნის ზამთრის ჩაცმულობაში, მით უფრო, თუ კოლგოტზე ზამთრის თბილი ჩექმა და უგები გაცვიათ. დარწმუნებული იყავით, თქვენს მონდომებას ვერ დააფასებენ, ხოლო თხელი კოლგოტი ზამთრის სიცივეში მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს მოგიტანთ. 7.მხიარული ფერის ქურთუკი “ზამთარი ისედაც ნაცრისფერია, ხომ არ გავახალისოთ?" და სწორედ ამ მომენტში უნდა უთხრათ თქვენ თავს-“სდექ!" ფერების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ე.წ. მარკერის ფერები სწორედ ისაა, რომელიც ნებისმიერ სამოსს იაფფასიან და არამოდურ შესახედაობას აძლევს. იგივე შეიძლება ითქვას მხიარულ პრინტზეც, როგორიცაა:კენკრა, თოვლის პაპები და ა.შ. 8.პრინტიანი თავშლები ეს თავშალი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მოდაში და ქალები დღემდე ცდილობენ სხვადასხვა ჩაცმულობას შეუხამონ, მაგრამ ეს თვით გამოცდილ სტილისტებსაც კი უჭირთ ხშირ შემთხვევაში. ამიტომ, ნუ ეცდებით შეუთავსებლის შეთავსებას და უარი თქვით პალტოსთან ან ქურთუკთან მის შეხამებაზე. 9.ვიწრო ჩექმა და ჯინსი არა, ჩვენ ანათემას როდი გადავცემთ ყველა იმ ვარიანტს, რომელიც ჯინსითა და ვიწროყელიანი ჩექმის კომბინაციის შედეგია, მაგრამ ცისფერი შრვალი და ქუსლიანი შავი ჩექმა ის კატასტროფაა, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. 10.ქუდის, შარფის და თათმანების კომპლექტი ამ შენაძენით კმაყოფილება- ნამდვილი მოდური თავის მოტყუებაა. ამ კომპლექტში ბავშვივით იქნებით, რომელიც დედიკომ გამოაწყო გასასეირნებლად. შეეცადეთ ერთმანეთს შეუხამოთ აქსესუარები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ “სამი ერთში" კომპლექტი. 733 1-ს მოსწონს
|