x
image
კატაპულტი
რა შუაშია ფუტკარი პოლიტიკასთან?
image

ფუტკარი ყველაზე სასარგებლო მწერია მთელს მსოფლიოში.გარდა მის მიერ გამომუშავებული თაფლის სარგებლიანობისა, მწერი მნიშვნელოვანია ქრისტიანული რელიგიისთვისაც, რადგან მისი წყალობით ნატურალური სანთელიც შეგვიძლია დავამზადოთ.

რა საერთო აქვთ ფუტკარსა და პოლიტიკას ერთმანეთთან?! ამის გასაგებად ჯერ განვიხილოთ ფუტკრის ოჯახი, რომელიც საინტერესო თავისებურებებით ხასიათდება.

მწერების გუნდს ჰყავს ერთი დედა ფუტკარი, რომელიც მათ გამრავლებას უზრუნველყოფს და დანარჩენი ფუტკრები მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.თუ ის დაიღუპება, ან ვერ უზრუნველყოფს გამრავლებას, მწერების გუნდს გამოჰყავს მეორე დედა.ფუტკრის ოჯახს ჰყავს მამრი ფუტკრებიც, რომელთა ერთადერთი მოვალეობაც დედა ფუტკრის განაყოფიერებაა და როცა ისინი უუნარონი ხდებიან, მათ მუშა ფუტკრები თავიდან იცილებენ.სწორედ ეს უკანასკნელები უზრუნველყოფენ ადამიანისათვის სასარგებლო პროდუქტის წარმოებას.მათშიცაა სახესხვაობები, კერძოდ, არსებობენ სანიტრები, სკის დარაჯები, მზვერავები და ა.შ. ისინი ასევე ზრუნავენ, რომ სკაში, არ ჰყავდეთ პარაზიტი, მუქთა მჭამელი ფუტკრები.


ახლა კი მთავარი, რა საერთო აქვთ ფუტკრებს პოლიტიკასთან?!

თუ ფუტკრის ოჯახს სახელმწიფოსთან გავაიგივებთ, მუშა ფუტკარს - ხალხთან, დედას - პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან, ხოლო მამრ ფუტკრებს - მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეები, მივიღებთ იდეალურ სახელმწიფოს, სადაც ხალხი თავად შექმნის, აირჩევს პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს ( დედა ფუტკარი), რომელიც უზრუნველყოფს დამხმარე გუნდის (მთავრობის და საჯარო მოხელეების) ჩამოყალიბებას (მამა ფუტკრები), ისინი კი თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ქვეყნის მეთაურის მითითებები აღასრუოონ, რაც ავტომატურად სახელმწიფოს (ოჯახის) გამრავლება-გაძლიერებას ნიშნავს.წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ხალხი (მუშა ფუტკრები) გამოუტანს განაჩენს და ჩამოაშორებს თავიანთ საქმეს.


თქვენთვის საინტერესო იქნება:

1.სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ


2.რომელი სახეობის თაფლი უნდა ვიხმაროთ სხვადასხვა დაავადებების დროს?

3.როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?


4.რატომ ვაკეთებთ საახალწლოდ გოზინაყს და რა შეცდომებს ვუშვებთ მისი მომზადებისას

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0