x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზღაპრები და ფენტეზის ჟანრი ისლამში
image


გამოგონილი ზღაპრები ყურანში

1) სურა 27:17

ბიბლიური მეფე სოლომონის (ისლამში - სულეიმანის) არმია, რომელიც შედგება ადამიანებისგან, ჯინებისგან და ფრინველებისგან.


"და შეიკრიბა სულეიმანთან თავისი ჯარი. შემდგარი ჯინთაგან, კაცთაგან და ფრინველთაგან, ყველანი ცალ-ცალკე რაზმებად დაწყობილნი."


სოლომონის ჩიტების და ჯინების არმია


2) სურა 27:18

ადამიანები და ჭიანჭველები ელაპარაკებიან ერთმანეთს.

"როცა მივიდნენ ჭიანჭველების ველზე, დედა ჭიანჭველამ თქვა: "ჭიანჭველებო შედით თქვენს სამყოფებში, რათა სულეიმანმა და მისმა მეომრებმა არ გაგსრისონ ისე, რომ ვერც კი იგრძნონ ეს!"

17:19

გაიღიმა მისი სიტყვების გამგონმა და თქვა: "ღმერთო ჩემო, შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და შემიყვანე და შემიყვანე შენს მოწყალებაში მართლმორწმუნე მსახურებთან ერთად!"


image


3) სოლომონი ჩიტს ელაპარაკება და მისი დასჯაც კი სურს.

სურა 27:20-21

"შეათვალიერა ფრინველები და თქვა: "რა მემართება, რატომ ვერ ვხედავ ოფოფს? ან იქნებ იგი აქ არმყოფთა შორისაა? მკაცრ სასჯელს მივაგებ ან დავკლავ, თუ არ მომცემს ცხად ახსნას!"


image

4) ჩიტი (ოფოფი) სახელად უდოდი ისმენს დედოფალ საბას ლაპარაკს და მისგან გაგონილს მეფე სოლომონს უყვება.

სურა 27:20, 21, 22, 23, 24

ცოტა ხანს დაჰყო იქ და თქვა: "შევიტყვე ის, რასაც შენ არ უწყი, მე მოვედი შენთან საბასაგან, სარწმუნო ამბით.

უეჭველად ვიპოვე ის ქალი, რომელიც მეფობს მათზე. ჰბოძებია მას ყველაფერი და აქვს დიდებული ტახტი.


5) სხეულის ნაწილები ილაპარაკებენ პატრონის შესახებ.

სურა 24:24

"იმ დღეს, როს დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ მათივე ენები, ხელნი და ფეხნი, რასაც იქმდნენ"


image


6) მიწიდან ამომძვრალი ცხოველი საუბრობს ადამიანებზე.

სურა 27:82

"და როს აღსრულდება სიტყვა მათზე, ამოვუყვანთ მიწიდან ცხოველს, რომელიც იტყვის მათზე, რომ ეს ხალხი დარწმუნებული არ იყო ჩვენს სასწაულებში."


image


7) სოლომონი მართავს ქარს.

სურა 38:36

"და დავუმორჩილეთ მას ქარი, რომელიც მოწიწებით დადის მისი ბრძანებით, საითაც კი გაემართება"


image


8) მუჰამედი ფრთებიანი ცხენით ფრენს ქალაქიდან ქალაქში. სურა 17:1... ეს მოვლენა ისლამში მიღრაჯის ღამის სახელითაა ცნობილი და მუსლიმთათვის ღირსშესანიშნავი დღეა. ამ დღეს ჯაბრაილი (მთავარანგელოზი გაბრიელი) გამოეცხადა მუჰამედს და ფრთოსანი ცხენით (ბერძ. მითოლოგიაში პეგასი) ელვისებურად გადაიყვანა ქალაქ მექადან (ალ-ჰარამიდან) იერუსალიმში (ალ-აკსამდე). ფრთიან ცხენს ტანი ცხენის ჰქონდა, ხოლო თავი - ადამიანის. შემდეგ კი მუჰამედი ალლაჰს შეხვდა და ელაპარაკა. ასევე ამ დღეს ჯაბრაილმა მკერდიდან გული ამოუღო მუჰამედს. გარეცხა ეს გული ზამზამის წყაროზე, შემდეგ ისევ ჩაუდგა გული მკერდში და მოურჩინა ჭრილობა.


ფრთოსანი ცხენი ისლამში


........

0
196
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
196