x
image
კატაპულტი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრობისათვის ემზადება
image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრძოლას განაგრძობს.მისი მთავარი მიზანი ამ დროისათვის უკრაინაში არსებული ხელისუფლების შეცვლაა და პერმანენტული აქციები იმართება ამისათვის.უკრაინაში ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა 17 დეკემბერს კიევში მოაწყო “მარში იმპიჩმენტისთვის", რომლის დროსაც მან თავის მხარდამჭერებსა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაეკავებინათ “ოქტომბრის სასახლე", თუმცა მომიტინგეები სახელმწიფო დაწესებულებაში არ შეუშვეს და იქ ფიზიკური დაპირისპირება გაიმართა, რა დროსაც 32 სამართალდამცავი დაშავდა.მოგვიანებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ისინი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არ აპირებდნენ.მან ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა და საჭიროების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობაზეც თანახმაა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მისი მიზანი არ არის და ამას მხოლოდ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისათვის გააკეთებს, რადგან მას ქვეყნის მმართველობაში გამოცდილება უკვე მიღებული აქვს და ფიქრობს, რომ სწრაფი ტემპით დაიწყებს ცვლილებებს და როდესაც “ჭაობს მოწყვეტს" უკრაინას, ასპარეზს სხვებს დაუთმობს.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, დიდი ალბათობით, იყო გამოსაცდელი სიტყვა ოპოზიციური პარტიების მისამართით, რათა მათ საერთო ლიდერად აღიარონ იგი და სააბოლოოდ მნიშვნელოვანი, მაღალი თანამდებობა მოიპოვოს უკრაინის ხელისუფლებაში, არსებულის შეცვლის შემთხვევაში.


საინტერესო სტატიებია ასევე:



1.მიხეილ სააკაშვილი – გმირი, თუ დიდი პოლიტიკური თეატრის პერსონაჟი?!


2.სააკაშვილი სამართალდამცავებისგან მისმა მხარდამჭერებმა დაიხსნეს (+ვიდეო)


3.ამერიკელი ფსიქოთერაპევტები: “დონალდ ტრამპი ფსიქიკურად ავადაა"


4.ედუარდ შევარდნაძეს “იქაც" არ ასვენებენ


5.იანუკოვიჩმა და პუტინმა უკრაინელი ხალხის თავისუფლების სურვილი დასაჯეს


6.კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა სურს - ბრძოლა ხალხისათვის თუ თანამდებობისათვის?!


7.რა მიზნები აქვს ბიძინა ივანიშვილს?!


8.რა მეთოდებით იბრძვის რუსეთი?

0
222
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0