x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120425
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
წარმოიდგინე სამყარო რელიგიის გარეშე
ნიუ იორკი. "ტყუპები"



წარმოიდგინე არ არს სამოთხე

ეს ადვილია, თუკი ინდომებ.

არც ჯოჯოხეთი მკვიდრობს ჩვენს ფეხქვეშ,


ხოლო თავს ზემოთ მხოლოდ ცა სუფევს.


წარმოიდგინე, რომ ყველა ხალხი

ცხოვრობს დღეისთვის და ტვინს არ იჭყლეტს.

წარმოიდგინე არ არს ქვეყნები

ესეც არ გახლავს დიდი სირთულე.


არ გვაქვს მიზეზი ვხოცოთ ერთურთი

არც რამ არსებობს, რომ მისთვის მოვკვდეთ,

რომ რელიგია ჩაბარდა წარსულს

კაცობრიობა ცხოვრობს მშვიდობით


თუ გეგონები მე მეოცნებე

ესეც იცოდე, რომ არ ვარ მარტო

მე ვიმედოვნებ, შენც მოინდომებ

ერთიანობა მივცეთ სამყაროს.


წარმოიდგინე, გაქრა სადაო,

არც ეს არაა რთული მისია,

აღარ გვჭირდება ხელმომჭირნება,

რადგან რესურსი ქვეყნად დიდია.


ძმურად შეკრულა კაცობრიობა,

ყოველი ტომი ერთნი არიან.

ინაწილებენ ამ დედამიწას

წყალს დალევენ და - სხვასაც აცდიან.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0