x
image
alex999
ტემპერატურა -17 ° - მდე დაეცა, ამასობაში ბუნების სილამაზემ თავი იჩინა!
ერზურუმი, თეოდოსიოპოლი, კარნუ-ქალაქი - ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერზურუმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2000 წელს 361, 235 კაცი. ერზურუმი მდებარეობს მაღალ ფერდობზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქურთები შეადგენენ.


თურქეთის ქალაქ ერზურუმში ზამთრის პირველივე თვე ძალიან ლამაზად დაიწყო. ხეებს ყინვა მოედო და ულამაზესი კადრები გაჩნდა სოციალურ ქსელებში.



image

წუხელ, ღამის საათებში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცა. სატრანსპორტო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებზე ჩამჯდარ ყინულმა გამვლელების ყურადღება მალევე მიიპყრო... ამ სილამაზით გაოცებულ მოქალაქეებმა უმალვე დაიწყეს ამ კადრების გადაღება მობილურებით და ფოტოაპარატების საშუალებით.


image

თურქეთის ქალაქი ერზურუმი, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში უფრო ლამაზი ხდება. ქალაქს, ხშირად სტუმრობენ უცხო ქვეყნებიდანაც. ადგილობრივები ქალაქს, ასევე თეთრ ქალაქს, ან კიდევ ზამთრის ქალაქსაც უწოდებენ.

image


უახლოეს მომავალში იგეგმება ქალაქის რეკონსტრუქციაც. მალე ერზურუმუ შესაძლოა თურქეთის ყველაზე პოპულარული, ტურისტული ქალაქიც გახდეს. ის რაც ამ ქალაქში ხდება ყოველ ზამთარს, იშვიათია თურქეთის სხვა ქალაქებში.


image


უახლესი პროგნოზით, ეს სილამაზე ქალაქში რამოდენიმე დღით კვლავ გაგარძელდება, თუმცა ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დავარდება, რაც სახიფათოს ხდის საგზაო ტრანსპორტის მოძრაობასაც.


image

აქვე მინდა გითხრათ, რომ ერზურუმი ერთადერთი ქალაქია, სადაც პირად მე ვარ ნამყოფი. ამ ქალაქის გარდა თურქეთის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ. სტატიის დაწერის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც ეს არის! სიახლე შევნიშნე თუ არა გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა!!! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ალბერტ აინშტაინის 30 გენიალური გამონათქვამი, რომელმაც მსოფლიოს გაოცება მოახერხა!

2. საინტერესო ისტორია ფოტოს შესახებ, რომელზედაც აინშტაინს ენა აქვს გამოყოფილი!

3. ჩემპიონები, რომლებსაც ჩემპიონობა დაავიწყდათ!!!

4. ეგრეთწოდებულ "ნიქოზის" მატარებელმა დღეს ლამის ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!

5. 2017 წელი, ბოლო 137 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადია - NASA-ს უახლესი მტკიცებულება!


1
265
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
265
  
2017, 16 დეკემბერი, 1:30
რა ლამაზიააააა
0 1 1