x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124217
  • ვიდეო:355548
  • სურათი:496971
ყველა მაშინ მიდის ცხოვრებიდან, როცა ამის დრო დგება

ეს ისტორია 1994 წლის გაზაფხულზე მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა, რონალდ ოპუსმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა.


image

მან სიკვდილის წინ წერილი დაწერა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებს ხსნიდა. წერდა, რომ ის დაიღალა ახლობლების მხრიდან გაუგებრობით და ფინანსური პრობლემებით. ოპუსი, წერილის დაწერის შემდეგ, ფანჯრის რაფაზე ავიდა და IX სართულიდან გადახტა. სწორედ იმ დღეს, კორპუსში ფანჯრის მწმენდავები მუშაობდნენ და დაზღვევის მიზნით, მათ VII სართულის დონეზე ბადე გადაჭიმეს. ასე რომ, ფანჯრიდან გადმომხტარ ადამიანს ბადეზე დაცემის და გადარჩენის შანსი ექნებოდა. მაგრამ...

ამ მოვლენებში ბედისწერა ჩაერია და რონალდმა VIII სართულს რომ ჩაუქროლა, ფანჯრიდან ვიღაცამ თოფი ისროლა და მას პირდაპირ თავში მოხვდა. საქმის ძიებისას გაირკვა, რომ ჩადენილი დანაშაული არაგანზრახ მკვლელობის კატეგორიაში გადიოდა, რადგან რომ არა ტყვია, ადამიანი ბადეზე დაეცემოდა და გადარჩებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი მოხუცი მამაკაცი იყო, რომელმაც ოჯარური კონფლიქტის დროს, საკუთარ ცოლს ესროლა, მას ააცლა და ტყვია ფანჯარაში გავარდა. ამის შემდეგ, მას ბრალი ცოლზე თავდასხმის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც წაუყენეს. მაგრამ გაირკვა, რომ ჩხუბიის დროს, მას ჩვევად ჰქონდა დაუტენავი თოფის (!) აღება და ცოლის შეშინება. ეს ფაქტი ცოლმაც დაადასტურა: მას ნამდვილად უყვარდა ცარიელი თოფის სროლა. ანუ, ახალი გარემოების გათვალისწინებით, მკვლელი თოფის დამტენი გამოდიოდა.

ვის შეეძლო ამის გაკეთება? გაირკვა, რომ პენსიონერ ცოლ-ქმართან მხოლოდ მათი შვილი მიდიოდა, რომელიც იმავე სადარბაზოში, მათი სახლის ზევით ცხოვრობდა. მან იცოდა, რომ გაბრაზებულ მამას დაუტენავი თოფის ჩხაკუნი უყვარდა და ჩუმად დატენა ის. მას იმედი ჰქონდა, რომ მამა დედას მოკლავდა და ციხეში მოხვდებოდა, საიდანაც, სავარაუდოდ, ვერასდროს გამოვიდოდა და ყველაფერი მას, მათ ერთადერთ მემკვიდრეს, დარჩებოდა. მაგრამ, ბოლო დროს, მოხუცები მშვიდად ცხოვრობდნენ... რადგან მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა, პრობლემებისგან დაღლილი რონალდი ფანჯრიდან გადახტა და ის, თოფში საკუთარი ხელით ჩადებული, ტყვიის მსხვერპლი გახდა!

რ. ოპუსის თვითმკვლელობის ისტორია მოგონილი ამბავი არ არის. ის დოკუმენტალურად დადფიქსირებული ფაქტია!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგზა სამოთხისკენ
რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?

ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

ცხოვრების ინსტრუქცია

0
264
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0