სიახლეები 10 რევოლუციური გამანადგურებელი, რომლებიც მალე გამოჩნდებიან აეროდრომებზე 2017, 9 დეკემბერი, 0:01 «მეხუთე თაობის გამანადგურებელი» - ასე უწოდებენ ახლო მომავლის სამხედრო თვითმფრინავებს. მათი ძირითადი მახასიათებლებია უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენება, ზებგერითი სიჩქარე ფორსაჟის გარეშე, გაუმჯობესებული ფრენითი და მანევრული თვისებები, ინტეგრირებული კომპიუტერული სისტემები და მართვის ავტომატიზირება.
1. HAL AMCA - ინდოეთი Advanced Medium Combat Aircraft (AMCA) - მეხუთე თაობის ერთადგილიანი, ორძრავიანი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელიც ინდოეთში იქმნება. პირველი საგამოცდო ფრენა 2018 წლისთვისაა მოსალოდნელი. 2. Shenyang J-31 (F-60) - ჩინეთი Shenyang J-31 - მეხუთე თაობის საშუალო ზომის ორძრავიანი გამანადგურებელი. თვითმფრინავმა თავისი პირველი ათწუთიანი ფრენა 2012 წლის 31 ოქტომბერს განახორციელა 3. HAL PMF / FGFA - ინდოეთი და რუსეთი რუსეთ–ინდოეთის ერთობლივი პროექტი – პერსპექტიული მრავალფუნქციური გამანადგურებელი. ექსპლოატაციაში შესვლა 2022 წელსაა მოსალოდნელი. 4. TAI TFX / FX - თურქეთი თურქეთმა გადაწყვიტა საკუთარი გამანადგურებლების წარმოება დაეწყო TFX - მეხუთე თაობის რეაქტიული გამანადგურებელია, რომელსაც თურქული Aerospace Industries (TAI) აპროექტებს. სერიული წარმოება 2023 წელს დაიწყება. 5. Mitsubishi ATD-X (Shinshin) - იაპონია იაპონია ამჟამად ამუშავებს კონცეფციას მეხუთე თაობის გამანადგურებელისა სახელად ATD-X «Shinshin», რომელშიც გამოყენებული იქნება უხილავობის თანამედროვე ტექნოლოგიები. მას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი. პროექტის შემსრულებელია Mitsubishi Heavy Industries. პირველი გაფრენა იაპონური უხილავი გამანადგურებლისა განხორციელდება 2016 წელს. 6. KAI KF-X - სამხრეთ კორეა ეს გამანდგურებელი სამხრეთ კორეისა და ინდონეზიის შეიარაღებული ძალებისათვის იქმნება. ჯერჯერობით ცნობილი არაა შეძლებს თუ არა სამხრეთ კორეა ამ პროექტის დასრულებას. 7. Lockheed Martin F-35 Lightning II - აშშ Lockheed F-35 Lightning II - ამ გამანადგურებლის 250 – მდე ცალი დამზადდა სამ ვარიანტად (სახმელეთო გამანადგურებელი F-35A, გამანადგურებელი შემოკლებული აფრენით და ვერტიკალური დაფრენით F-35B და ავიამზიდის გამანადგურებელი F-35C). 8. "სუხოი" ФА (Т-50) - რუსეთი ФА (Т-50) - ორძრავიანი რეაქტიული გამანადგურებელი სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა რუსეთის საჰაერო ძალებისათვის. იგი მიგ–29 ისა და სუ–27 –ის მემკვიდრე უნდა გახდეს. 9. Chengdu J-20 (შავი არწივი) - ჩინეთი პირველი ფრენა 2011 წლის 11 იანვარს განახორციელა, მასიურ წარმოებაში 2018-2019 წლებში ჩაეშვება. 10. Lockheed Martin F-22 Raptor - აშშ ეს მსოფლიოში მეხუთე თაობის პირველი თვითმფრინავია. სულ 1997 – 2011 წლებში 195 ცალი დამზადდა.( შემდეგ წარმოება შეწყდა, აქცენტი მეორე გამანადგურებლის F-35 წარმოებაზე გადავიდა). 661 შეფასება არ არის
|