x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
საინტერესო ფაქტები: "ვეფხისტყაოსნის" სრული ეკრანიზაცია, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გადაღებულა

image



  • "ვეფხისტყაოსნის" სრული ეკრანიზაცია, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გადაღებულა.

  • ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის რომან "კვაჭი კვაჭანტირაძის" მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არსებული პიროვნება ვასილ დუმბაძე იყო.

  • ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.

  • სტალინს სურდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯონ უენის, რომელიც თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო, მკვლელობა და ამისთვის ლოს-ანჯელესში დაქირავებული მკვლელებიც კი გაგზავნა, მაგრამ სტალინის სიკვდილის გამო ეს მცდელობა ჩაიშალა.

  • ტრანსჰუმანიზმი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.

  • რიოში ყოველი მეხუთე მცხოვრები უღარიბეს უბნებში, ფაველებში ცხოვრობს.

  • გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა ეშიკაღაშბაშის, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის, უფროსის თანამდებობა.
0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0