x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტუდენტი გირჩევთ: ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე
"ორმაგი სიყვარული",  ჰეფი ენდი",  "ჩემი ბედნიერი ოჯახი" 4 დეკემბერს დაიწყო თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

როგორც ხდება ხოლმე, გამოქვეყნდება და გამოქვეყნდა კიდეც ამ სფეროს პროფესიონალების რჩევები, კინომცოდნეები, კრიტიკოსები გვირჩევენ, თუ რომელი ფილმი უნდა ვნახოთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მე კი მინდა, როგორც სტუდენტმა, ისე გირჩიოთ, თუ რომელი ფილმის ნახვა იქნებოდა კარგი თბილისის მე-18 კინოფესტივალზე

" იუპიტერის მთვარე"" იუპიტერის მთვარე" - უნგრელი რეჟისორის კონელ მუნდრუცოს 2017 წლის ფილმია, რომელიც ახალგაზრდა ემიგრანტის ცხოვრებას მოგვითხრობს, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაჭრიან, რომელსაც ლტოლვილთა ბანაკის საავადმყოფოში მოათავსებენ, მას ბანაკის ექიმი აკვირდება.. დამკვირვებელი ექიმის როლს ფილმში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმი 2017 წლის კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაშიც მოხვდა..

ფოტოზე: მერაბ ნინიძე და ლეგენდარული კლაუდია კარდინალე, რომლის ფოტოც 2017 წლის კანის კინოფესტივალის სიმბოლო გახლდათ.


მერაბ ნინიძე და კლაუდია კარდინალე ფილმ "იუპიტერის მთვარეს" ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება, კინოთეატრ ამირანში.

image


image "ჰეფი ენდი" ფესტივალის პროგრამაში "ევროპული კინოს ფორუმი" წარმოდგენილი იქნება ბოლო ორი წლის ევროპული კინოს საუკეთესო ფილმები, მათ შორისაა ფილმი "ჰეფი ენდი", სადაც მთავარ როლს ლეგენდარული იზაბელ იუპერი ასრულებს.

image ფილმის ჩვენება 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება, კინოთეატრ ამირანში.


image "ორმაგი სიყვარული" ცნობილი ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის 2017 წლის ფილმია, კინოში მოღვაწეობა 1998 წელს დაიწყო და მრავალი ჟანრი მოსინჯა, მის ფილმებს რითაც გამოარჩევენ ეს სიჭრელე, თავისუფლება და სითამამეა.

imageimage ამ ფილმის ნახვა კი 7 დეკემბერს, 21:00 საათზე შეგიძლიათ, კინოთეატრ ამირანში.

image "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის 2017 წლის ფილმი, რომელსაც საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა. ფილმში აღწერილია ქართველი მასწავლებლის მანანას და მისი დიდი ოჯახის ისტორია, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს დატოვოს სახლი და ახალი ცხოვრება დაიწყოს. აღსანიშნავია მსახიობ ია შუღლიაშვილის შეუდარებელი შესრულება, ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლით ის ქართული კინოს აღმოჩენად იქცა, ფილმმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო და კარგი რეცენზია დაიმსახურა.

image ფილმის ნახვა 6 დეკემბერს, 12 საათზე შეგიძლიათ კინოთეატრ რუსთველში.
image


image

ანა - მარგო ზუბაშვილის ფილმი ანას ცხოვრების ორ დღეზე მოგვითხრობს, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ვინმეს ნათქვამი ერთი ფრაზით, შემოხედვით, შთაბეჭდილებით შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, ფილმში მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო კასრაძე თამაშობს. ფილმმა 2017 წლის მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

ფილმის ნახვა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე შეგიძლიათ კინოთეატრ ამირანში. .



image საშიში დედა - ანა ურუშაძის 2017 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე ასრულებს საქართველოდან მხრიდან ოსკარზეა წარდგენილი, ფილმმა არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა და გამარჯვებულიც დაბრუნდა. ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონჯურსო პროგრამაშია.

image ფილმის ჩვენება 9 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება კინოთეატრ ამირანში.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0