x
image
ზ.შუკა
8 რაღაც, რასაც არასწორად ვიყენებთ
image

ლუდის ჭიქის სადგამი

image
დავიწყოთ იქედან, რომ ამ ნივთს სახელი გააჩნია - „ბირდიქელი“ და ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „ლუდის თავსახური“. მე- 19 საუკუნეში ამ ნივთს ზაფხულში იყენებდნენ რესტორნები ვერანდით, მას აფარებდნენ ლუდს, რომ

კათხაში მწერები არ ჩავარდნოდა. ახლა კი მას იყენებენ იმისთვის, რომ მაგიდა დაიცვან ლუდის წვეთებისაგან.


ჩაი

image


დღეს ზოგიერთ ადამიანს წარმოდგენაც უჭირს ჩაის გარეშე ცხოვრება, ადრე კი მას წამლის დანიშნულება ჰქონდა, რომლითაც ჩინეთში ავადმყოფებს ჰკურნავდნენ. როდესაც ჩაი ევროპაში ჩამოიტანეს, თავიდან იქაც სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა და პადაგრას ჰკურნავდა. ექიმი კარნელიუს დეკერი ამტკიცებდა: „ ჩაიშველის ისეთ ადამიანსაც კი, რომელსაც ერთი ფეხი სამარეში აქვს.“ ის ამბობდა, რომ დღეში 50 ჭიქა ჩაი უნდა დაელიათ, არის ვარაუდი, რომ ის ჩაის კომპანიის მიერ იყო მოსყიდული.

შრიფტი უსინათლოთათვის image

1808 წელს კაპიტანმა შარლ ბარბემ სამხედროებისთვის „ღამის ანბანი“ შექმნა, რომლის კითხვა ღამეც იყო შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ანთებული სინათლე მტერს მოიზიდავდა. ამის შემდეგ ბარბე მიხვდა, რომ ეს შრიფტი საკმაოდ დაეხმარებოდა უსინათლოებსაც და რა თქმა უნდა არ შეცდა, რადგან თანამედროვე შრიფტი ლუი ბრაილმა „ღამის ანბანის“ შთაგონებით გამოიგონა.


M&M’s კამფეტები

image

თურმე ეს კამფეტები მეორე მსოფლიოს დროს სამხედროებისთვის მოიგონეს. ჩვეულებრივი შოკოლადი მზეზე დნებოდა, ხოლო კამფეტით დაფარული შოკოლადი არა.

მხოლოდ 40 - იან წლებში M&M’s აღარ იყო მხოლოდ ჯარისკაცებისთვის.

ახლა ალბათ მიხვდებით მათ სლოგანს: „დნება პირში და არა ხელში“

ქოლგა

image

ჩინეთშიც და ევროპაშიც ქოლგა იყენებდნენ მხოლოდ მზიან ამინდში. მისი პირდაპირი თარგმანიც დასახელებაც „zondek“ მზისგან დამცავს ნიშნავს.

მხოლოდ 1750 წელს ჯონას ჰენვეიმ გამოიყენა ქოლგა წვიმაში.

კაპიუშონი

image

კაპიშონის მაგვარი ჰქონდა სხვადასხვა ერს, მაგრამ ტანსაცმლის ამ დეტალმა განსაკუთრებული მნიშვნელობა კაპუცინების სამონასტრო ორდენის წყალობით მიიღო.

კაპუცინები მას თავიანთი სახეების დასამალად იყენებდნენ. სიმბოლიზმის თვალსაზრისით ეს დეტალი ნიშნავდა უკან დახევას და უხილაობას.

კონიაკი

image

ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ შარანტას რეგიონში ღვინო ცუდად იყიდებოდა. ერთადერთი მყიდველები ჰოლანდიელი ხომალდები იყვნენ, რომლებსაც ღვინო ჩრდილოეთ ევროპაში გასაყიდად გადაჰქონდათ. მაგრამ ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო სასმელი ფუჭდებოდა. მაშინ ვიღაცას მოაფიქრდა ღვინის დისტილატის დამზადება, რომელიც გადასატანად ადვილი იყო. ღვინის მისაღებად კი ამ ხსნარის წყალში გაზავება იყო საჭირო.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ დისტილატი გემრიელი ხდება თუ მას მუხის კასრებში შეინახავდნენ და მისი დალევა წყალში გაუზავებლად არის შესაძლებელი. ასე შეიქმნა კონიაკი.

Windows- ის სტანდარტული თამაშები

image

Windows- ის ლეგენდარული თამაშები დროის მოსაკლავად არ შეუქმნიად.

სინამდვილეში, ისინი შეიქმნა კონკრეტული მიზნისთვის: 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მსოფლიომ Windows 3.0 დაინახა, ბევრმა მომხმარებელმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა კომპიუტერის მაუსი და სწორედ ამ თამაშების მეშვეობით ხალხი სწავლობდა მარცხენა და მარჯვენა მაუსის ღილაკის კონტროლს.

0
189
2-ს მოსწონს
ავტორი:ზ.შუკა
ზ.შუკა
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0