x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143406
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515443
კაცობრიობის რეალური ისტორია, რომელსაც ვატიკანი მალავს

სოციალურ ქსელებში გერმანელმა ჰაკერმა რალფ ბასტერმა (Ralph Bastet) ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან ვატიკანის სერვერზე შეძლო შეღწევა და ჩვენი ისტორიის საიდუმლოებზე მოიპოვა წვდომა. "გატეხილ" საიდუმლო არქივებში ნათქვამია, რომ დედამიწაზე და ზოგადად, მზის სისტემაში, რაღაც ძლიერი და სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ჯერ კიდევ, 25 000-30 000 წლის წინ არსებობდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა, ჩვენს ამჟამინდელ, ტექნოლოგიური განვითარების დონეს და რომ ეს ზე ცივილიზაცია, მზის სისტემაში, დაახლოებით, 100 000 წლის წინ გამოჩნდა. ის 4 პლანეტაზე – მარსზე, ვენერაზე, დედამიწაზე და ფაეტონზე დასახლდა.


image


ამ იდუმალი ცივილიზაციის გენეტიკოსებმა, ადამიანები მძიმე ფიზიკური შრომისა და მარსზე, დედამიწაზე და ვენერაზე რესურსების მოპოვებისთვის შექმნეს. ხოლო თავად, ფაეტონზე (ახლა ის ასტეროიდების სარტყელია, მარსსა და იუპიტერს შორის) ცხოვრობდნენ. თუმცა, გენების ევოლუციის შედეგად, მონებს ინტელექტი განუვითარდათ და რთული პრობლემების გადაჭრა დაიწყეს. მათ რაღაც მომენტში, საკუთარი მდგომარეობა გააცნობიერეს და ამბოხება გადაწყვიტეს. მაგრამ, ადამიანების პირველი აჯანყება, ინჟინრებმა წარმატებით ჩაახშეს. ხოლო, მეთაურები დიდი აგლომერაციებიდან, უდაბნოებში და ტყეებში განდევნეს.

ადამიანებსა და მათ ბატონებს შორის არსებულმა სისტემამ, კიდევ 8 ათასი წელი იარსება და ამის შემდეგ, ადამიანებსა და მათ შემქმნელებს შორის, ოთხივე პლანეტაზე, ერთდროულად, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ომში სხვადასხვა იარაღი იყო გამოყენებული, მათ შორის, – კლიმატური, ბიოლოგიური, ფოტონიკური და განადგურების სხვა ფანტასტიკური იარაღები, რომელთა შესახებ, ინფორმაციის გაგება, დღეს ალბათ, მხოლოდ ინდური ვედებიდან შეიძლება. შედეგად, ფაეტონი და დედამიწის ორი თანამგზავრი განადგურდა.

კატასტროფამ, თითქმის, მთელი მზის სისტემა მოიცვა... და ადამიანების, დაახლოებით, 15% და რამდენიმე ასეული შემქმნელი გადარჩა. როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ მათი ცივილიზაცია განადგურების გზაზე იყო, გადარჩენის გზების ძიება, თავიანთი შემქმნელების ცოდნაში, – ასტრონომიის, ასტროლოგიის, მეტალურგიის, მათემატიკის, ალქიმიის და სხვა მეცნიერებების სფეროებში დაიწყეს.

ჰაკერის თქმით, წარსულის ეს გლობალური მოვლენა, დაახლოებით, 15 000 წლის წინ მოხდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ადამიანები მიხვდნენ, რომ დარჩენილი შემოქმედი–ღმერთები, მათ ახალ სამოქალაქო ომების და კონფლიქტებისკენ უბიძგებდნენ. ამიტომ, მათ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები მთლიანად გაანადგურეს...


image


და დადგა განვითარების ერა. მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ქალაქების აშენება დაიწყეს და საბოლოოდ, დედამიწის მმართველები გახდნენ. პირველ თაობებს "ღმერთებთან ბრძოლა" და მისი შედეგი ახსოვდათ. ამიტომ, ისინი მხოლოდ შენებაზე და განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ისინი უმნიშვნელო კონფლიქტებს, ყოველთვის დიპლომატიური გზებით აგვარებდნენ. ასე განვითარდა და აყვავდა კაცობრიობის ცივილიზაცია... თუმცა, ძველი მოგონებები თანდათანობით გაქრა. ხოლო, ახალ თაობას, დიდი გეგმები და ამბიციები გაუჩნდა... და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ნაცვლად, ადამიანებმა ერთმანეთთან ომი დაიწყეს, რამაც კიდევ ერთი დიდი კატასტროფა გამოიწვია – დედამიწაზე წარღვნა მოხდა.

ის რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური ცივილიზაცია არსებობდა, მტკიცებულებად, შეგვიძლია იგივე არქივში აღმოჩენელი ფოტოები გამოვიყენოთ, რომელზეც აშკარად არამიწიერი არტეფაქტებია გამოსახული. ეს ფოტოებიც ვატიკანის არქივიდან არის და სოციალურ ქსელში რალფ ბასტერმა, შემდეგი კომენტარით გაავრცელა: «ვატიკანის საიდუმლო არქივის გატეხილი, ერთ-ერთი განყოფილება, წარმოუდგენელ მოვლენას აღწერს: მაღალი რანგის ნაცისტების ჯგუფმა, საიდუმლო ექსპედიციების დროს, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე, გასული საუკუნის 30–იან წლებში, უძველესი უცხოპლანეტელი არტეფაქტები აღმოაჩინა. მაგრამ, ეს აღმოჩენა, ფართო საზოგადოებისთვის, დღემდე უცნობია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, თუ როგორ ახსნიან, ოფიციალური პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ამ არქეოლოგიურ აღმოჩენებს დღეს?».


imageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოები რომ არა, ეს ფაქტები ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა

* რა თქვა ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილის სარეცელზე და ისტორიით გამოცდილი ცხოვრებისეული გაკვეთილები

* 10 ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

0
803
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0