x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო

imageimage ეს ამბავი ქალაქის გარეუბანში მოხდა. ბავშვის მამა სამუშაოზე ყოველთვის გვიანობამდე რჩებოდა, დედა მთელი დღე დარბოდა ხან მაღაზიაში, ხან ბაზარში, ხან კიდევ სად. სახლში, ხშირ შემთხვევაში, პატარა გოგონა მარტო რჩებოდა. ამის შესახებ ადგილობრივმა ქურდებმა გაიგეს და ადვილად გასაქურდ სახლში შესვლა გადაწყვიტეს. მაგრამ, როგორც შემდეგში გაირკვა, უიღბლო მძარცველები «საქმისთვის» არც თუ ისე კარგად მოემზადნენ. როგორც კი მომენტი ჩაუვარდათ ანუ ბავშვის დედა სადღაც გაიქცა, ქურდები მისი სახლისკენ დაიძრნენ. ვიდრე საკეტს გატეხდნენ, საკონტროლოდ, კარზე ზარი დარეკეს. მათ სუსტი ხმით პატარა გოგონამ უპასუხა:

ვინ არის?

ფოსტალიონი ვარ. უფროსებიდან ვინმე არის სახლში?

არა, არავინ არის. მხოლოდ მე და ვაკო ვართ.

მმმ, გასაგებია, და რამდენი წლისები ხართ?

მე ექვსის, მას კი, ცოტა ხნის წინ, 3 წელი შეუსრულდა.

გაიხარეს დამნაშავეებმა. ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო? აღარც დაფიქრებულან, ისე გააღეს ძველი საკეტი და ბინაშიც ძალიან მხნედ შევიდნენ.

რაც შემდეგ მოხდა, მათ ძალიან დიდ ხანს ემახსოვრებათ, ან საერთოდ, არც დაავიწყდებათ...

ბნელ დერეფანს რომ გადიოდნენ, ერთ-ერთ მძარცველს რაღაც დიდი ზომის ეცა, ძირს დააგდო და ზემოდან დააწვა, თან კბილებით კისერში სწვდა. მეორე ქურდი ადგილზე გაქვავდა, როდესაც დაინახა, რომ კავკასიურ ნაგაზს მისი «პარტნიორი» იატაკზე ჰყავდა გაკრული. ამ დროს ბავშვის დედაც მოვიდა და როდესაც 3 წლის ვაკომ ჩვეული ბრძანება «უდარაჯე» მიიღო, ქურდს თავი დაანება და დერეფნის ბოლოს, კარებთან დაწვა.

ქურდები ასე გაუნძრევლად ისხდნენ, ვიდრე პოლიცია არ მოვიდა.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმოხუცი ქალის ჩვენების შემდეგ, მოსამართლე პროკურორს და ადვოკატს ელექტრო სკამით დაემუქრა
შერლოკ ჰოლმსის რეალური პროტოტიპი და ყალბი სახლ-მუზეუმი
საათი გუგულით

1
3338
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3338
  
2017, 25 ნოემბერი, 21:43
ყოჩაღ ვაკო
0 1 1