x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ჰოლივუდის ერთადერთი ქართველი ვარსკვლავი - თამარ თუმანიშვილი
თამარ თუმანიშვილი 30-40-იანი წლების ჰოლივუდის ქართული წარმოშობის ვარსკვლავი თამარ თუმანიშვილი 1919 წელს დაიბადა მატარებელში, როდესაც მისი ოჯახი საქართველოს ტოვებდა და რუსეთის გავლით ჩინეთში მიემგზავრებოდა. ჩინეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ისინი ჯერ ეგვიპტეში სახლდებიან, შემდეგ კი პარიზში. თამარა ცეკვამ გაიტაცა და მისი დებიუტი პარიზის დიდ სცენაზე 10 წლის ასაკში შედგა, სწორედ მაშინ შენიშნა ის ასევე ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მოღვაწე ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა ( გიორგი ბალანჩივაძე) და თავის დასში მიიწვია. სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც ბალერინის კარიერა, მაშინ ალბათ ვერც კი იფიქრებდა რომ კინოვარსკვლავი გახდებოდა, მთავარ პარტიებს ცეკვავდა პარიზის ოპერაში, სპეციალურად მისთვის დგამდა სპექტაკლებს ჯორჯ ბალანჩინი. ამის შედეგ ის ჰოლივუდში მიემგზავრება

თამარა თოუმანოვა 1933 წელს იწყება თამარ თუმანიშვილის ჰოლივუდური ცხოვრების წლები, ჯორჯ ბალანჩინის რჩევით მან გვარი გადაიკეთა და თამარა თუმანოვა გახდა, პირველი როლი ჰოლივურის ფილმში 1933 წელს შეასრულა " შემიყვარე თუ გაბედავ"

image ერთ ფილმს მეორე მოჰყვა და წარმატებაც მალევე მოვიდა, თამარა თოუმანოვა სხვადასხვა ფილმში პარტნიორობას უწევდა ისეთ მსახიობებს როგორებიც არიან: გრიგორი პეკი, პოლ ნიუმენი და ჯინ კელი.

თამარა თოუმანოვა და გრეგორი პეკი ფილმიდან " დიდების დღეები" 1944 წელი.


თამარ თუმანიშვილი და გრეგორი პეკი მისი გარეგნობა 30-40-იანი წლების ჰოლივუდში უამრავ შემოქმედს აღაბრთოვანებდა, მისი შთაგონებით იქმნებოდა ცნობილი მხატვრის ჯოზეფ კორნელის შემოქმედება, ჯოზეფ კეისის შექმნილი თოუმანოვას პორტრეტები და წერილები კი დაცულია აშშ-ს ცნობილ მუზეუმებში.

image აღსანიშნავია ისიც რომ თამარა თოუმანოვამ მონაწილეობა მიიღო ალფრედ ჰიჩკოკის ფილმშიც. " Torn Curtain" - ასე ქვია ფილმს, რომელშიც ერთ-ერთ როლს პოლ ნიუმენთან თამარა თუმანოვაც ასრულებს.

ალფრედ ჰიჩკოკი და თამარა თუმანოვა ფილმის გადაღებებისას:

ალფრედ ჰიჩკოკი და თამარ თუმანიშილი თამარ თუმანიშვილი 1996 წელს გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბევერლი ჰილსზე, დაკრძალულია დედასთან ერთად ლოს-ანჟელესის სასაფლაოზე " Hollywood Forewer"

imageimage


5
4465
9-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
4465
  
2018, 20 ივლისი, 13:40
ნამდვილად ♥
2018, 19 ივლისი, 15:17
საამაყოა
2018, 3 მარტი, 22:40
ულამაზესი, კავკასიური ხიბლი ჰქონდა ნამდვილად.
2018, 3 მარტი, 22:35
კი, ნამდვილად და ლამაზი ქალბატონიც ყოფილა
2017, 9 ნოემბერი, 11:27
ძალიან საინტერესო იყო
0 1 5