x
image
ღიმილიანი
"ამბობენ, საქართველო ორად არის გაყოფილიო. სინამდვილეში საქართველო ოცად არის გაყოფილი" - ჯანსუღ ჩარკვიანი

image

86 წლის ასაკში ქართელი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა.


"ჩვენ მტერი გორამდე მოგვადგა, ალბათ სტალინის ნახვა უნდა, მაგრამ სტალინი არ არის, ჩვენ კი ხმა უნდა ამოვიღოთ. ამბობენ, საქართველო ორად არის გაყოფილიო. სინამდვილეში საქართველო ოცად არის გაყოფილი. ჩვენ გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები" - ჯანსუღ ჩარკვიანი



"ჯანსუღ ჩარკვიანი სომხეთში იყო მივლინებული. ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოეტმა ჯანსუღს ჰკითხა:

— მართალია რომ რუსთაველი სომეხი იყოო?

— მართალია, უმალ მიუგო ჩარკვიანმა, თუმცა ისე ეზიზღებოდა მშობლიური ენა, გადაწყვიტა “ვეფხისტყაოსანი” ქართულად დაეწერაო."

***

მწყურვალისათვის
მიმატანინე წყალი,
მევალისათვის
მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე
სხვაგან დამარხული ძმები,
ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლები,
მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი

image

0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0