რელიგია „ეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე“ - დღეს წმინდა ღირსი მამა გაბრიელის — აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეა 2017, 2 ნოემბერი, 11:27 დღეს წმინდა ღირსი მამა გაბრიელის — აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეა. „მე თქვენს სიყვარულს ღმერთს ავუტანო“, - ამბობდა იგი. ახლა ერი და ბერი ერთად უნდა იყოს - ისე უჭირს საქართველოს ! ვინც ახლა დაეყუდება, თვითონაა ჩასაყუდებელი ! არ მიმატოვო შვილო ნიკოლოზ, მე 5-მა მონასტერმა ერთდროულად ვერ გამიძლო, მე 5 პატრიარქი გამოვიცვალე, 25 წელი სასაფლაოზე მეძინა, 15 წელი ვმათხოვრობდი, მე საქართველოს ჯვარი 40 წელი მოსესავით ვატარე.მეეს ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარე, ნეტავ ცოტა მაინც გამიგოთ... ნეტავ ცოტა მაინც მიცნობდეთ. შენ უძლური ხარ ნიკოლოზ, მაგრამ შენს უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძალა - წმ. ბერი გაბრეილი მოგონებები მამა გაბრიელზე: ”მე 25 წელია სასაფლაოებზე მეძინა, მე 15 ვმათხოვრობდი, მე 5 პატრიარქი გამოვიცვალე და იმათთვის დამეჯერებინა?” მათ შორის ერთმა მითხრა, გაბრიელ, ჩვენს შორის გიჟი მარტო შენ ხარო წადი კაბა გაიხადე და ცოლი მოიყვანეო. იმათთვის დამეჯერებინაა? 12 წლისა ვიყავი დედამ სახლიდან რომ გამომაგდო, საით გავრბოდი, არ ვიცოდი, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი იყო, მაგრამ ეხლა ისეთი სიმტკიცე შევიძინე, ერეკლეს ზარბაზანი რომ მომხვდეს აქეთ ავაფეთქებო” - ბერი ნიკოლოზის მონათხრობი “შევარდნაძის პერიოდია, “მხედრიონი'' ხალხს აყაჩაღებს, ძნელია უცხო ადამიანს ენდო.დასავლეთიდან თბილისში ვბრუნდები საკუთარი მანქანით, საშინლად წვიმს, ქარია, ძაღლი არ გაიგდება გარეთ.მცხეთას რომ მოვუახლოვდი ვხედავ გზაზე შავებში ჩაცმული მოხუცი კაცი დგას, გაბურძგნული წვერით და ხელს მიქნევს.გულში ვიფიქრე, ვიღაც ლოთი ბომჟია, ჩავისვა _ მანქანას ამიქოთებს.არ გავუჩერე, მაგრამ სინდისმა შემაწუხა და ბოლოს კარგად რომ გავცდი, გავაჩერე და უკან დავბრუნდი.ჩამიჯდა.მივდივართ და ცოტა ხანში საკმევლის არაჩვეულებრივი სურნელება დადგა მანქანაში, სასიამოვნო არომატმა თავბრუ დამახვია.მომიბრუნდა მგზავრი და სითბონარევი ღიმილით მეკითხება: “ჰა, აგიქოთე მანქანა?'' შემრცხვა, თავი სად წამეღო აღარ ვიცოდი. მერე გავიგე, უცნაური მგზავრი თურმე მამა გაბრიელი ყოფილა. ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? – ჰკითხეს ბერ გაბრიელს. – ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. უნიკალური კადრები: - 378 2-ს მოსწონს
|