საიდუმლო საბჭოთა კოსმონავტების შესახებ,იყო თუ არა იური გაგარინი პირველი კოსმონავტი?

არსებობს საიდუმლო ისტორიები საბჭოთა კავშირის კოსმონავტთა მისიის შესახებ,
1950-60 წლებში.
არსებობს ასევე თეორია, იმის შესახებ, რომ
იური გაგარინი არ ყოფილა პირველი ადამიანი ვინც კოსმოსში იმოგზაურა.
(1961)
ის უბრალოდ პირველი ადამიანია ვინც მოახერხა სიცოცხლის შენარჩუნება კოსმოსში.
"გენადი ზავადოვსკი"
ერთ-ერთი ასეთი კოსმონავტი გახლდათ
გენადი ზავადოვსკი, მისი ფოტო ამშვენებდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძველ გაზეთის
"огонек"-ის გარეკანს, რომელიც იქნა გადაღებული
1959 წელს.

ფოტოზე არიან გამოსახული, სხვა პარაშუტისტები და ასევე ინსტრუქტორები.
ამავე წელს დაკარგულად იქნა მიჩნეული ერთ-ერთი ასტრონავტი
პიოტრ დალგოვი, მას შემდეგ, რაც მისი ჩაბხუტი გაიბზარა, როდესაც ის ასრულებდა ნახტომს
სტრატოსფეროდან, რომლის სიმაღლე
25600 მეტრი იყო.



მიუხედავად ამისა, ასევე გაქრა ფაქტები ორი ასტრონავტის:
ივანი კაჩურისა და
ალექსეი გრაჩოვის შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ, კი გარდაცვლილი კოსმონავტების სიას შეემატა
გენადი ზავადოვსკი. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველა ეს ინსტრუქტორი დაიღუპა იმ მიზეზით, რომ კოსმოსური მისია იყო ძალიან სახიფათო და წარუმატებელი .
ჰაინლაინის გულახდილობა 60-იან წლებში მწერალმა
ჰაინლაინმა გამოაქვეყნა სტატია
" სიმართლე ნიშნავს სიმართლეს", სადაც ის საუბრობს, რომ
1960 წლის 15 მაისს მას წითელი არმიის წარმომადგენელმა უამბო ისტირია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირმა შეძლო ადამიანის კოსმოსში გაშვება, საბჭოთა კავშირმა კი ეს ფაქტი უარყო.

მართლაც იმავე წელს იქნა გაშვებული თანამგზავრი (კაფსულა), როგორც ჩრდილოეთის პროგრამა. მაგრამ გაუმართაობის გამო თანამგზავრი გასცდა ატმოსფეროს და გავიდა უფრო მაღალ ორბიტაზე. ჰაინლაინი და სხვები ამტკიცებდნენ, რომ რეალურად თანამგზავრს მართავდა უცნობი კოსმონავტი.


კოსმოსში დაკარგულები
ძმები :
აჩილლე და ჯოვანი ჯუდიკა-კარდილია- იყვნენ თვითნასწავლი რადიო ექსპერტები.
1960 -იან წლებში მათ შექმნეს სპეციალური სადგური იტალიის ტერიტორიაზე.
ძმები ამტკიცებდნენ, რომ მათ დააფიქსირეს რადიო მატერიალები საიდუმლო საბჭოთა მისიების შესახებ.
ფაქტის დასამტკიცებლად რადიო მოყვარულმა ძმებმა გამოაქვეყნეს ჩანაწერები .
მათ შორის იყო ერთი ჩანაწერი, რომელიც იმსახურებდა ყურადღებას.
1960 წლის 28 ნოემბრის ჩანაწერი, ჩანაწერი იყო დაშიფრული მორზეს ანბანით, სადაც პიროვნება ითხოვდა დახმარებას. ძმებმა მიიჩნიეს, რომ ეს ჩანაწერი სავარაუდოდ კოსმოსური ხომალდიდან იქნებოდა გამოგზავნილი. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს 7
, 5 ტონა კოსმოსური აპარატი, რომელმაც კრახი განიცადა კოსმოსში.
ძმებმა და სხვა ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმ ფაქტისა, რომ საბჭოთა კავშირი მალავდა წარუმატებელ კოსმოსურ მისიებს.



ვლადიმერ ილიუშინი
არსებობს თეორია, რომ
ილიუშინმა გაგარინამდე 5 დღით ადრე იმოგზაურა კოსმოსში.
ის იყო ერთ-ერთი კოსმონავტი, ხოლო მათი კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწის ორბიტას მიაღწია, მაგრამ რაღაც არასწორად წავიდა და კაფსულა ჩინეთში ჩამოვარდა.


ნიკიტა ხრუშოვის შვილი კი ამტკიცებდა, რომ
საბჭოთა კავშირმა დამალა ფაქტები
ილუშინის კოსმოსში მოგზაურობის შესახებ.
წარუმატებელ მისიას ის ფაქტი ამყარებს, რომ
ილუშინი იმყოფებოდა
ჩინეთში ერთი წლის განმავლობაში, ხოლო საბჭოთა კავშირმა ეს სიტოაცია იმით გაამართლა, რომ თითქოს მათ გაუშვეს ის სამკურნალოდ
ჩინეთში საავტომობილო შემთხვევის შემდეგ.
რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი სიცოცხლეს სხვა პლანეტაზე
ადგილები, სადაც სახლის ღირებულება 1 ევროს შეადგენს
რა დაემართება ადამიანს თუ ის შავ ხვრელში მოხვდება
ექსპერიმენტები ცხოველებისა და ფრინველების ინტელექტის დასადგენად
5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #1
რა დაემართება დედამიწას თუ ადამიანი გაქრება?
