x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამერიკელები მთვარეზე არასდროს ყოფილან

დონალდ ტრამპის მრჩეველმა მეცნიერებათა დარგში დევიდ გელენტერმა (იელის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი) ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელები არასდროს ყოფილან მთვარეზე: «სასაცილოა, როგორ უნდა შევასრულოთ მარსის მისია 20З0 წელს, თუ ჩვენ მთვარეზეც კი არ ვყოფილვართ? ეს იდეა ისეთივე სასაცილოა, როგორიც ობამას ადმინისტრაცია იყო».


image

« How can we manage to organize a U.S.-crewed orbital Mars mission bу the mid-20З0s when we never even went to the moon? The idea is laughable, as was Obama’s administration, if I maу add» – Yale Professor David Gelernter


მან ასევე აღნიშნა, რომ «მისია აპოლონი» ყველაზე დიდი თაღლითობა იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო ცნობილი არ არის, ის ან ამოღებულია ქსელიდან ან არც არასოდს ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ელექტრონული სახით. მაგრამ, რადგან ამერიკელების მთვარეზე ვიზიტის ფაქტი კიდევ ერთხელ იქცა განსჯის საგნად, ჩვენც შეგვიძლია მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტი გავიხსენოთ.

ამერიკული კოსმოსური ხომალდი «აპოლონ –11» 1969 წლის 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე დაჯდა და კაცობრიობის ისტორიაშიირველად დადგა ადამიანმა ფეხი სხვა ციურ სხეულზე. ასეთი იყო ოფიციალური ინფორმაცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, კითხვები უფრო ბევრია, ვიდრე პასუხები, მაგ., რატომ დააკონსერვეს მთვარის მისია (პირველი ვიზიტის შემდეგ, ამერიკელებმა მთვარე კიდევ 2-ჯერ დალაშქრეს 1971 და 1972 წლწბში) და მას შემდეგ რატომ აღარასდროს გაფრენილან მთვარეზე? სად არის ექსპანსია? სად არის მთვარის ქალაქი? გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომლებსაც ნასას წარმომადგენლები დამაჯერებლად ვერ ხსნისნ:


image

imageimage

1. მთვარის ზედაპირის ერთ-ერთ ფოტოსურათზე, რომელიც თითქოსდა თანამგზავრიდან არის გადაღებული, ქვაზე აშკარად შეიძლება ლათინური «C» გარჩევა. ასე ჰოლოვუდში საგნებს აღნიშნავენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნასამ 2-ჯერ გააკეთა განმარტება. ჯერ თქვეს, რომ ეს ასტრონავტმა თითით დაწერა ქვაზე, რაც შეუძლებელია. მოგვიანებით კი იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ეს მხოლოდ ქვიშის გრავა არის და მეტი არაფერი.

image

image

image

2. მთვარის ზედაპირზე გრავიტაციის ძალა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე. უფრო ზუსტად, მისი მიზიდულობის ძალა დედამიწის მიზიდულობის 1/6-ია. ამიტომ, ნახტომი მთვარეზე უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე. მთვარეზე გადაღებულ ფირს თუ დავაჩქარებთ, ვნახავთ რომ ასტრონავტები იქ ისევე მოძრაობენ, როგორც დედამიწის ზედაპირზე იმოძრავებდნენ.

image

3. როგორც დედამიწაზე, მთვარეზეც სინათლე მზიდან მიდის. მთვარის სურათებზე კი, საგნების ჩრდილი სხვადასხვა მიმართულებით ეცემა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სინათლის წყარო რამდენიმეა.

imageimage

4. ასტრონავტების მიერ მთვარეზე აფრიალებული დროშა კი, საერთოდ ფანტასტიკის სფეროდან არის. მთვარეზე ატმოსფერო არ არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ქარიც ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ვერც დროშა იფრიალებდა. ეს ფაქტი, თავის დროზე, დროშაში ჩაკერებული მავთულის არსებობით ახსნეს, მაგრამ ფირზე და ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ დროშის თავში ჰორიზონტალურად ჩაკერებული მავთული არ მოძრაობს.

5. მთვარის ზედაპირის ფოტოსურათებზე, რომლებიც ნასამ გაავრცელა, ვარსკვლავები არ მოჩანს. იქ მხოლოდ შავი ცა არის და მეტი არაფერია, არა და, ვარსკვლავები უნდა იყოს.

imageimage

image

image

6. მთვარეზე ძალიან მაღალი რადიაციაა. ამერიკელი მეცნიერების გაანგარიშებით, მთვარეზე დამჯდარი კოსმოსური აპარატი, ადამიანებისთვის უსაფრთხო რომ იყოს, მისი კედლები ტყვიის უნდა იყოს, ხოლო სისქე – 80 სმ-ს უნდა აღემატებოდეს. ამერიკული ხომალდი მთვარეზე 1969 წელს დაჯდა. მაშინ ნასას აპარატებს ასეთი კედლები ნამდვილად არა ჰქონია და დღესაც წარმოუდგენელია ასეთი კოსმოსური აპარატის კოსმოსში გაშვება (შედარებისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კედლების სისქე 3 მილიმეტრია).

გარდა ამისა, მთვარის მისიაში მონაწილე მაიმუნები, მთვარიდან დაბრუნების შემდეგ, 1 კვირაც ვერ ცოცხლობდნენ. ასტრონავტებს კი არაფერი დაემართათ (ნილ ამსტრონგი 2012 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბაზ ოლდრენი ამჟამად 87 წლის არის).

image7. მტვერი, რომელიც მთვარის ზედაპირზე დევს, დაბალი მიზიდულობის გამო, თითქმის უწონადია. ამიტომ, როდესაც ადამიანი მის ზედაპირს ეხება, იმ ადგილზე მტვრის ბუღი უნდა დგებოდეს. მაგრამ, ასტონავტების ფეხებთან მსგავსი არაფერი შეინიშნება.

image

0
834
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0