პროზა ნუთუ სიყვარულიც არჩევანია? - "საბოლოო განაჩენი გაცილებით უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე გაურკვევლობა" 2017, 21 ოქტომბერი, 13:16 არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მხოლოდ ის ადამიანი გამიგებს, რომელიც დილემის წინაშე დამდგარა და ვერ გაუკეთებია არჩევანი... ნუთუ სიყვარულიც არჩევანია? - რთულია გაიგო, ვინ გიყვარს... დამეთანხმებით, ისიც რთულია, რომ იპოვო ადამიანი, რომელთანაც შეგეძლება ისაუბრო უსასრულოდ და ყოველი საუბარი საინტერესო იყოს... ერთი წიგნი მახსენდება - “შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“, რომელიც გამომცემლობა " ოჩოპინტრეს“ სერიის თან სატარებელი წიგნების ნაწილია. რომანის ავტორია ლენა ანდერსონი, შვედი მწერალი, ეს წიგნი მისთვის რიგით მეექვსეა -" Wilful Disregar", იგი "August Prize"- ის გამარჯვებული ნოველა გახდა. რა თქმა უნდა, შინაარს არ მოგიყვებით, მაგრამ ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ, „შემაძრწუნებლად თვითმპყრობელი“ გვაგრძნობინებს, თუ რამდენად მზად ვართ სიყვარულისთვის. რომანი ნათლად წარმოგვიდგენს ცდუნებებს, სხვების სისუსტეებსა და ვნებითშეპყრობილი ქმედებების შედეგებს.
ასევე დაგაფიქრებთ მონატრების ფენომენზე... წარმოგიდგენიათ, როცა ადამიანი ერთ დღეს გენატრება, ხოლო მეორე დღეს არა და მესამე დღეს ისევ გენატრება... აბა, როგორია?
ურთიერთობაში რთულია, როცა გაურკვევლობაში ხარ, არ იცი ზუსტად სად ხარ, ზედმეტად წინა თუ უკან, მოვლენებს ასწრებ თუ აგვიანებ... ეს კარგია თუ ცუდი და რას მოგიტანს საერთოდ ყოველივე.
აბა, დავფიქრდეთ:
236 2-ს მოსწონს
|