სხვა მოულოდნელი ფაქტები სპერმის შესახებ +13 2017, 18 ოქტომბერი, 12:46 როდესაც თემა ეხება სპერმას, ჩვენმა უმრავლესობამ მის შესახებ იცის მხოლოდ მითები და მოგონილი ზღაპრები, რომლებიც ბუნებრივია რეალობას არ შეესაბამება. დღევანდელი სტატიით კი თქვენს ცნობიერებას სპერმის შესახებ რამოდენიმე ფაქტით კიდევ შევავსებ. (წყარო გვირჩევს, რომ მთლად სერიოზულად არ აღვიქვათ)
თუმცა მანამ, სანამ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენდეთ, გეტყვით, რომ პირველად სპერმა მიკროსკოპის გამომგონებელმა ენტონი ვან ლევენჰუკმა აღმოაჩინა (დააკვირდა მიკროსკოპით). ამ გზით ის (სპერმა) შევიდა ბიოლოგიაში. ზოგადად კი ადამიანის სხეული არის სხვადასხვა ჭურჭელი, საწყობი და ასევე საინტერესო და ბოლომდე ამოუცნობი. ახლა კი გთავაზობთ მოულოდნელ ფაქტებს სპერმის შესახებ ● მათი გამოყოფის ტემპი. მამაკაცის სასქესო ჯირკვალში ყოველდღიურად 70–დან 150–მდე მილიონი სპერმატოზოიდი გამოიყოფა, წამში ერთხელ დაახლოებით 1500 ცალი. განაყოფიერებისთვის კი მხოლოდ ერთია საკმარისი. ასაკის ზრდასთან ერთად მათი რიცხვი მცირდება. ● მათი ზომა. მამაკაცის სპერმატოზოიდის ზომა 0, 05 მმ–ია. ხოლო ყველაზე დიდი კი მღრღნელებში გვხდება, ვირთხის 0, 17 მმ–ია. ● მათი გადაადგილების სიჩქარე. ჯანსაღი სპერმატოზოიდის გადაადგილების სიჩქარე 4 მმ / წმ–ში. ხოლო ეაკულაციის დროს მათი სიჩქარე კი 50 კმ/სთ. ● მათი ბუნებრივი ვიზუალი. გამოყოფილი სპერმატოზოიდის 80% დეფექტიანია, რადგან განსაზღვრულ ნაწილს აქვს ორი კუდი, ნაწილს დიდი თავი, გარკვეულ რაოდენობას სპირალური ფორმის კუდი აქვს, ხოლო ნაწილი უმისამართოდ წრიულად მოძრაობს. ● მათი სქესობრივი განსხვავება. მამრობითი Y ქრომოსომა პატარა და მსუბუქია, ვიდრე ქალის X ქრომოსომა. აქედან გამომდინარე, მამრობითი სპერმატოზოიდი უფრო სწრაფია, მაგრამ მდედრი უფრო ძლიერია და დიდხანს ცოცხლობს. ● მათი ფერი და შემადგენლობა. რასაც თეთრს ხედავთ, ყველაფერი სპერმატოზოიდი არ არის. მათი ნაწილი მხოლოდ 7–10%–ია, დანარჩენი კი ჰორმონები, ნუტრიენტები და დამცავი ნივთიერებებია. ● სპერმა, როგორც საუკეთესო ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალება. სპერმას აქვს შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რადგან იგი შეიცავს 30–ზე მეტ სხვადასხვა კომპონენტებს, მათ შორის ვიტამინებს C და B12, ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და მინერალები - მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, თუთია, გოგირდი. ნორვეგიის ერთ–ერთი კოსმეტიკური კომპანიის მიერ წარმოებული ასეთი სახის კრემი 250 დოლარი ღირს. ● მათი გემო. რაოდენ ამაზრზენადაც არ უნდა ჟღერდეს, სწავლულები ამბობენ, რომ სპერმის გემო დამოკიდებულია პიროვნებაზე– საკვებიდან გამომდინარე. ხილისა და ჯანსაღი საკვების გავლენა მას მოტკბო გემოს აძლევს, ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარება კი ამწარებს. ● მათი ოპტიმალური ტემპერატურა. ოპტიმალური ტემპერატურა სპერმის გამომუშავებისთვის არის 31–35 გრადუსი. როდესაც ადამიანს უყვარს გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა, ცივი გარემო, ეს პირდაპირ მოქმედებს მათი სიცოცხლისუნარიანობის შემცირებაზე. იხილეთ აგრეთვე: ● სპერმა დეპრესიას კურნავს! +13 ● სექსი კალორიებს არ წვავს! 4 მეცნიერული ფაქტი, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას ● 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათ 4616 16-ს მოსწონს
|