x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პირსახოცების უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ?
დაამატეთ მას რეცხვის დროს.imageოდესმე სარეცხის მანქანაში, მთელი ღამის განმავლობაში თუ დაგრჩენიათ პირსახოცები ალბათ მომდევნო ან ყველაზე უარეს შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან ინანებდით.


სარეცხის მანქანის კარის გახსნის შემდეგ, აუცილებლად შეიგრძნობდით მძაფრ სუნს.


და მაშინაც კი თუ თქვენ მას გარეცხავთ ეს სუნი კიდევ რჩება. ძნელია თავი დააღწიოთ ამ პრობლემას, ეს სუნი ქსოვილზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება.


არსებობს ძალიან ცოტა ადამიანისთვის ცნობილი მეთოდი, რომელიც ეფექტურია და თითოეული თქვენთაგანისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.



რა გჭირდებათ?


1 ჭიქა ძმარი;
1/2 ჭიქა საცხობი სოდა;
ცხელი წყალი.


რა უნდა გააკეთოთ?


image

1) მოათავსეთ პირსახოცები სარეცხ მანქანაში და შეავსეთ ბარაბანი ცხელი წყლით. წყალი წინასწარ გააცხელეთ.
2) შემდეგ პირსახოცებს დაასხით ერთი ჭიქა ძმარი და ჩართეთ მანქანა, ამ ყველაფერს დაუმატეთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება.
3) ამ ციკლის დასრულების შემდეგ, დატოვეთ პირსახოცები, კვლავ დაასხით მდუღარე წყლის დიდი რაოდენობით და დაამატეთ 1/2 ჭიქა საცხობი სოდა. გაიმეორეთ ციკლი.
4) საბოლოოდ, გააშრეთ პირსახოცები. თუ ეს მეთოდი პირველ ჯერზე არ იმუშავებს, აუცილებლად გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
2 - ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, დროა სიმართლე გაიგოთ
3 - მკვდარ გემზე არსებულმა სანახაობამ მეზღვაურები შოკში ჩააგდო
4 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
5 - გოგონამ და მისმა ძაღლმა თხა და მისი პატარა თიკანი გადაარჩინეს - ამით კი ინტერნეტ გმირები გახდნენ!

0
492
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0