x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოხუცი ინდიელი ბანკში სესხის ასაღებად მივიდა და საბანკო სისტემა ამხილა

image


მოხუცი ინდიელი ბანკში შევიდა და სესხის სახით, 500 დოლარი ითხოვა. ბანკის თანამშრომელმა საბუთების გაფორმება დაიწყო.

— ამ ფულით რის გაკეთებას აპირებთ? — ეკითხება ის ინდიელს.

— ქალაქში წავალ. მინდა ჩემს მიერ გაკეთებული სამკაულები გავყიდო.

— გირაო რა იქნება?

— არ ვიცი «გირაო» რა არის, — უპასუხა მან.

— მმ..., გირაო ისეთი რაღაცაა, რასაც ღირებულება გააჩნია და სესხის დაფარვა შეუძლია. მაგალითად, ავტომობილი თუ გყავთ?

— დიახ, 1949 წელს გამოშვებული სატვირთო…

— არა, ეგ არ გამოდგება, — თქვა ბანკის თანამშრომელმა, — იქნებ, საქონელი გყავთ?

— დიახ, ცხენი მყავს…

— რამდენი წლის არის?

— არ ვიცი, კბილები აღარ აქვს, რომ დავადგინო…

ბოლოს და ბოლოს, ინდიელს სესხი გაუფორმეს, 500 დოლარის ოდენობით. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ის ისევ მივიდა ბანკში, ამოიღო ფულის შეკვრა, გადათვალა საჭირო თანხა და დააბრუნა სესხი.

— დანარჩენ ფულს რას უპირებთ? — თავაზიანად ჰკითხა ბანკის იგივე თანამშრომელმა.

— ვიგვამში (ჩრდ. ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებური ქოხი) შევინახავ — უთხრა ინდიელმა.

— თქვენ შეგიძლიათ დეპოზიტი გახსნათ ჩვენს ბანკში — შესთავაზა ბანკის თანამშრომელმა.

— მე არ ვიცი, რა არის «დეპოზიტი» — უპასუხა ინდიელმა.

— ეს, როდესაც თქვენ, ჩვენს ბანკს თქვენს ფულს აძლევთ, ბანკი მასზე ზრუნავს, ხოლო როდესაც ფულის უკან დაბრუნება მოგინდებათ, მისი წაღება შეგეძლებათ…

მოხუცი ინდიელი დაფიქრდა და იკითხა:

— ბანკის გირაო რა იქნება?


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. პირველად მსოფლიოში — ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

5. ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს

6. როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი



1
1677
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1677
  
2022, 19 იანვარი, 16:20
ფაქტურად ჩამოუნგრევია საფინანსო სექტორი:)
0 1 1