მხატვრობა შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ 2017, 4 ოქტომბერი, 17:00 ნინო ჭაკვეტაძის შემოქმედება შეუძლებელია ერთხელ ნახო და არ შეგიყვარდეს. მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა უდიდესი სინაზე და სულის სიფაქიზე. ვუყურებ ხოლმე მის ნახატებს და სულსა და გულში სითბო მეღვრება. ამჯერად წვიმაზე შექმნილი თემატიკის ნახატებს წარმოგიდგენთ განწყობის შესაბამისად და იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ნინოს ნახატების გამორჩეულობა ალბათ ყველაზე მეტად მჟღავნდება მისი ქმნილებების თვალებში, დიახ, ჩახედავ ამ პატარა, საოცარ არსებებს თვალებში და სული გინათდეება. აბა, დააკვირდით, რამხელა ემოცია მოაქვს? ერთნაირად: სიყვარული, სევდა, სიხარული, მონატრება, სიმყუდროვე, მარტოობა, დარდი, სიმშვიდე, ნოსტალგია, ჰარმონია. ყველაზე მეტად კი ამ ნახატებიდან წვიმების სევდა იგრძნობა, შემოდგომის სურნელთან ერთად. თუმცა ეს სევდა არ გაძლევს საშუალებას სულიერად დაეცე, დაცარიელდე, პირიქით, ეს სევდაა კიდევ ერთხელ გვაახლოებს სიცოცხლის სიყვარულთან... შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ. ესეც ფოტო-კოლაჟი გია ყანჩელის განუმეორებელი " ყვითელი ფოთლები", იმედია, ისიამოვნებთ: 189 6-ს მოსწონს
|