x
image
ეკო 28
ისწავლე ნებისმიერი რამ 4 საფეხურად

image

ფეინმანის ტექნიკის მიხედვით, როდესაც სხვას ასწავლი ამა თუ იმ თემას მარტივი ტერმინებით შენც სწავლობ და იღრმავებ ცოდნას.
ოთხი ეტაპის გავლის შემდეგ უფრო ღრმად ჩაწვდები და უკეთ იმახსოვრებ ინფორმაციას.

image

რატომ არის ფეინმანის ტექნიკა მნიშვნელოვანი

ფეინმანის ტექნიკა გონებრივი მოდელია, რომელიც შეიმუშავა ნობელის-პრემიის ლაურეატმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა. ფეინმანი, ცნობილი, როგორც ''კარგი განმმარტებელი'', დააფასეს თავისი უნარისთვის, ილუსტრირება გაეკეთებინა ისეთივე რთული თემებისთვის, როგორიცაა კვანტური ფიზიკა და ნებისმიერი თემა მარტივად და ლაკონურად განემარტა ადამიანებისათვის.

ერთხელ მისთვის უთხოვიათ აეხსნა რატომ ''ემორჩილება ნაწილაკების ნახევარი ბრუნი ფერმი-დირაკის სტატისტიკას.'' ფეინმანს უპასუხია, რომ ფრეშმენის ლექციას მოამზადებდა ამ თემაზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხელცარიელი დაბრუნებულა და უთქვამს, რომ ფრეშმენის დონეზე ვერ შეამცირა ეს თემა. თუკი ფეინმანმა ვერ შეძლო რაიმეს მარტივად ახსნა ესეიგი პრობლემა იყო არა მის სწავლების უნართან, არამედ თვითონ ამ ინფორმაციასთან.


image


რატომ აალაპარაკა ამან ხალხი

ფეინმანის ტექნიკა კარგადაა წარმოჩენილი ჯეიმს გლეიქის ბიოგრაფიაში, "გენიოსი: რიჩარდ ფეინმანის ცხოვრება და მეცნიერება." წიგნში გლეიქი ხსნის მეთოდს, რომლითაც ხელმძღვანელობდა ფეინმანი, რათა პრინცეპტონის უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მომზადებულიყო: "მან გადაშალა ახალი რვეული. პირველ გვერზე დაწერა: რვეული იმ საგანთათვის, რომელთა შესახებაც არ ვიცი. იგი რეორგანიზებას უკეთებდა თავის ცოდნას და ცდილობდა ფიზიკის ყველა დარგის ჯერ დანაწევრებას, შემდგომ ერთმანეთთან დაკავშირებას." ეს იყო დასაწყისი პროცესისა, მაგრამ მოდი ოთხივე საფეხური სათითაოდ განვიხილოთ:

1.აიღე თემა, რომლის გაგება და სწავლა გსურს.
დაწერე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცი და იქვე დაამატე ყოველი ახალი ინფორმაცია, რომელსაც ისწავლი ხოლმე. 2.წარმოიდგინე, რომ ამ თემას საკლასო ოთახში, აუდიტორიას უხსნი და ასწავლი. დარწმუნდი, რომ შეგიძლია მარტივად და გასაგებად ახსნა. 3.როდესაც თხრობისას დაბრკოლდები ჩაიხედე წიგნში. ცოდნის გასამყარებლად აუცილებელია სიზუსტე. პრობლემურ არეას უნდა უბრუნდებოდე იქამდე, სანამ მთლიანი თემის შეუცდომლად განმარტებას არ მოახერხებ. 4.გაამარტივე ტექსტი და გამოიყენე ანალოგიები. იმეორე პროცესი და ამასობაში ენას გაიმარტივებ და ფაქტების ანალოგიებთან დაკავშირებას შეძლებ, ეს კი ცოდნას გაგიმყარებს. ფეინმანის ტექნიკა არაჩვეულებრივია ახალი იდეების სასწავლად, არსებული იდეების უკეთ გასაგებად, მათ დასამახსოვრებლად ან ტესტირებისათვის მოსამზადებლად. სულაც არ ვხუმრობდი, როცა ვამბობდი, რომ ყველაფრისთვის გამოდგებოდა. თქვენ როგორ გამოიყენებთ ამ ტექნიკას?



0
191
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0