x
image
alex999
ეგრეთწოდებულ "ნიქოზის" მატარებელმა დღეს ლამის ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!

საით მიდის ჩვენი ქვეყანა? საინტერესო კითხვაა... ყოველდღე რაღაც ცუდი გვესმის, ყველგან არეულობაა, ახლა ამ ყველაფერს სამგზავრო მატარებელი შეემატა, რომლითაც ძირითადად რეგიონის ხალხი მოძრაობს.

დღეს დაახლოებით 18 საათსა და 31 წუთზე, სადგურის მოედნიდან დაიძრა მატარებელი მარშრუტით - თბილისი - ნიქოზი. დაძვრისთანავე მოხდა ავარია, რის შედეგადაც მაღალი ძაბვის მავთულები ჩამოწყდა და შეფერხდა მატარებლის მოძრაობა, გაჩნდა მცირეოდენი ხანძარი, მაღალი ძაბვის ელექტროგადმაცემი ხაძები ჩამოწყდა და მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. საბედნიეროდ რთულ სიტუაციას მსხვერპლი არ ჰყოლია. მიუხედავად შიშის და პანიკისა სერიოზულად დაშავებული არ ყოფილა.



image


ზემოთ მოცემული ფოტო ჩემს მიერ არის გადაღებული. სხვა ფოტოების გადაღება ვერ მოვახერხე, ვინაიდან დაცვის პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდა ფოტოების გადაღების შეფერხებას, ამის გამო შეკამეთაბაც მომივიდა. ეს თითოეულ მოქალაქემ უნდა ნახოს, რადგან ყველამ შეიძლება იმგზავროს მატარებლით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიღებული. და აი რა ხდება?! მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც მაგ მატარებლის მგზავრი იყო. ვეცდები ძალიან მოკლედ აგიღწეროთ სიტუაცია....


"ავედი მატარებელზე, წყნარად მშვიდად ყურსასმენები გავიკეთე და ვუსმენდი სიმღერებს, რაღაც მომენტში თვალებიც დავხუჭე, წამის შემდეგ გავახილე და რას ვხედავ არეულობა მატარებელში, ყურსასმენები მოვიხსენი, ხალხის წივილი, ბავშვების ტირილი, მომენტალურად გონს ვერ მოვედი თუ რახდებოდა, მაგრამ როდესაც შევნიშნე კვამლი და მოელვარე კაშკაშა სინათლე, მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. ჩემს გვერდით 12 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ტირილით მიყურებდა სახეში. მგზავრები პანიკამ მოიცვა, ვფიქრობ ერთადერთი მე ვიყავი მაგ "ვაგონში", რომელიც ცოტაოდენ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბავშვს მოვკიდე ხელი და მეორე გასასვლელისკენ მივიყვანე, საიდან მოახერხა ვაგონიდან გადასვლა, რამოდენიმეჯერ ბრბოსაც ხმამაღალი ტონით შევძახე, რომ მეორე გასასვლელი თავისუფალი იყო და ნაწილი მეორედან ჩამოსულიყვნენ, თუმცა ამაოდ... ყველა პანიკაში იყვნენ, ყველას მატარებლიდან რამენაირად გადასვლა სურდა. მეც თავისებურად შიშმა ამიტანა... ამას არც ვმალავ. გადმოვედი, აფეთქების და მაღალი ძაბვის ნეპერწკლების მეორე სესია დაიწყო. ისევ პანიკა ისევ წივილი და ისევ გაქცევა "ბაქნიდან". საბოლოოდ როგორც გავიგე, არავინ დაშავებულა, რამოდენიმე მათგანს გულის წასვლა ჰქონდათ, ეს ბუნებრივიცაა, მადლობა ღმერთს რომ არავინ დაშავდა სერიოზულად."


ამ სტატიის დაწერით, არ მგონია, რომ რაიმე წესი დამერღვია. უბრალოდ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს დღეს მომხდარის შესახებ. უსაფრთხოების ზომების მიღებაა საჭირო და არა კამერების მოცილება, ამ სირცხვილს მაინც ვერაფერი დამალავს. ასობით ადამიანი გახდა ფაქტის მომსწრე. ევროპა? - ეს ხომ უკვე ძალიან სასაცილოა... ელემენტალურია ხალხნო!!! რეგიონის მატარებელი დაძვრისთანავე საბედისწერო ავარიას აკეთებს. რა ქნას მძღოლმა? მძღოლის დადანაშაულება ნამდვილად დიდი შეცდომა იქნება. აქედან გამომდინარე დამოუყკიდებლად უნდა მივხვდეთ, თუ ვისი ბრალია ეს ყველაფერი....



დიდი მადლობა ყურადღებისთვის!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


წაიკითხეთ სახალისო სტატიები:


1. დაკარგული კონტინენტის ახალი საიდუმლოებები გამოაშკარავდა!

2. მდიდარი ბუნებით და ღარიბი მოსახლეობით - გაიცანით ზანზიბარის კუნძული!

3. სიმინდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4. ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე უცნაური ავარიები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!

5. საკვები პროდუქტები, რომელიც სექტემბერში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!

4
2059
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2059
  
2017, 1 ოქტომბერი, 21:35
სამწუხაროდ
2017, 1 ოქტომბერი, 8:25
მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ იყო... ალექს, მართალი ხარ, ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს, ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის... მშენებლობებზე მუშები იღუპებიან, დღე არ გავა, საზარელი ავარია რომ არ მოხდეს, გახშირდა ექიმების ,,შეცდომები,, ხანძრები, რა ვიცი კიდევ რა, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება, ცხვრის ფარას დავემსგავსეთ, არაფერს ვაპროტესტებთ, ხმას არ ვიღებთ, ჩემი თამადობით, კომპის კლავიატურასთან ვართ მაგრები, ჰოდა, ასეც გაგრძელდება(
2017, 1 ოქტომბერი, 7:53
ყოჩაღ, ალექს
0 1 4