x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს ყველაზე პატარა სამეფო, რომელიც იტალიის ანექსიას შეეწირა
იტალიის სანაპიროდან არც ისე შორს არის კუნძული, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. კუნძულზე არსებობდა სამეფო, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პატარა სამეფოდ ითვლება. სარდინიის სანაპიროზე, ოლბიის ყურეში, ხუთი კილომეტრი სიგრძისა და ერთო კილომეტრი სიგანის მარტოხელა კუნძული ტავოლარა მდებარეობს. ვიწრო კუნძულს ქვიშიანი სანაპირო აქვს, სადაც წარსულში, ორასი წლის მანძილზე ჯუზეპე ბერტოლეონის ოჯახი და შთამომავლები ცხოვრობდნენ.

image

ემიგრანტი, ჯუზეპე ბერტოლეონი კუნძულზე 1807 წელს ორ ცოლთან და შვილებთან ერთად დასახლდა. კუნძულზე განდგომილი ცხოვრებით ცდილობდა თავიდან აეცილებინა სასჯელი ორცოლიანობის გამო და თვითგამოცხადებული მეფე გახდა, სადაც მისი შვიდი თაობა ცხოვრობდა და თავს სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობით და თევზჭერით ირჩენდნენ, ასევე ტურისტებისთვის სუვენირების გაყიდვებითა და კუნძულზე ორი რესტორანის მართვით დაკავდნენ. მოგვიანებით, 1836 წელს კი ჯუზეპეს მეფის ტიტული ოფიციალურად, სარდინიის მმართველმა კარლო ალბერტომ მისცა, რომელიც კუნძულზე სანადირო მოგზაურობით იმყოფებოდა.


imageimage


კუნძულზე ცხოვრებიდან მალევე ჯუზეპემ აღმოაჩინა გარეული, იშვიათი ჯიშის თხები, რომელთაც კბილები მოოქროვილი-ყვითელი ფერის ჰქონდათ, რაც გამოწვეული იყო სპეციალური ზღვის მცენარეების ჭამით. ხმები ადვილად გავრცელდა ამ თხების შესახებ და სარდინიის მმართველი კარლო ალბერტო მალევე ჩავიდა კუნძულ ტავოლარაზე თხებზე სანადიროდ, რომელსაც ჯუზეპეს 24 წლის ვაჟი პაოლო დახვდა და უმასპინძლა.


კუნძულზე სამდღიანი დასვენების შემდეგ განცვიფრებულმა და კმაყოფილმა კარლო ალბერტომ სარდინიაზე წასვლის წინ ხმამაღლა განაცხადა, რომ "პაოლო (ჯუზეპეს ვაჟი) ტავოლარას კუნძულის სამეფო ტახტის ღირსეული მემკვიდრე იყო" და მეფედ აღიარა. (ფოტოზე გამოსახულია კარლო I ბერტოლეონი ბუკინგემის სასახლეში ოჯახთან ერთად. მსოფლიოში ყველაზე პატარა, ტავოლარის სამეფო ოჯახი ).


image

პაოლომ საგვარეულო, სამეფო გერბიც შექმნა. 1900-იან წლებში, ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ, რომელიც მსოფლიოს ლიდერების ფოტოებს აგროვებდა, კუნძულზე პირადი ფოტოგრაფიც გაუგზავნა სამეფო ოჯახს და ფოტო დღემდეა დაკიდებული ლონდონის ბუკინგემის სასახლის მუზეუმსა და ასევე კუნძულ ტავოლარაზე ერთ-ერთი რესტორნის კედელზე.


imageimage


1934 წელს, იტალიის მიერ კუნძულის ანექსიის შედეგად ბერტოლეონის სამეფო ოჯახის სუვერენიტეტი ოფიციალურად დასრულდა. 1962 წელს "ნატომ" კუნძულის აღმოსავლეთ ნახევარ ნაწილში დააარსა ბაზა, რის გამოც ოჯახის საკუთრების ნახევარი მიითვისა. დღეს, ყოფილი სამეფო ოჯახი მიწის მხოლოდ 50 ჰექტარს ფლობს, თუმცა ძველებურად აგრძელებს დაცვის ფუნქციასა და არსებობას. ტავოლარის ამჟამინდელი მეფე ტონინო კი ცდილობს კვლავ დაუბრუნოს სამეფოს "ყველაზე პატარა სამეფოს" ტიტული.



1
743
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
743
  
მე მაგ სამეფოს ვუჭერ მხარს.
0 1 1