x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შეცდომები ყურანში
1) ფარაონი დაიხრჩო შემდეგ სურებში: 20:78; 17:103; 2:50; 10:90.

სხვაგან კი ისლამი მიიღო და გადარჩა: სურა 10:90; 10:91: 10:92.


ასევე ყურანის თანახმად მისი ერიც იღუპება. თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ, არქეოლოგიურ და უბრალოდ ლოგიკურ ფაქტებს ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. სურა 43:51-56.


ყურანში არსებული ამ ღიმილისმომგვრელი მომენტის მიზეზი ისაა, რომ მე-7 საუკუნის არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა მუჰამედმა, სადაც პატარა კლანები არსებობდა, იფიქრა, რომ ეგვიპტის ფარაონიც ასეთი პატარა კლანის წინამძღოლი იყო. ყურანში ვაწყდებით ბევრ კურიოზულ მომენტს, მისი ავტორის აზრით, მოსეს წინამძღოლობით ებრაელების "გამოსვლის" დროს, ფარაონის და მისი ერის დაღუპვის შემდეგ ეგვიპტის მიწები დაცარიელდა და ეგვიპტელთა მთელი ქონება სხვა ერის ხელში გადავიდა. სურა 44:17-29




2) ყურანი აღწერს დედამიწას შემდეგი სიტყვებით: მადდა, მადადნაჰა, ფირეშა, მაჰდან, ფარაშნაჰა, ბისატა, მიჰადა, ტაჰაჰა და სიტეჰატ. ყოველი მათგანი ნიშნავს ბრტყელს. ყურანის ავტორი შეეცადა, რომ მთელი არაბული ლექსიკონი გამოეყენებინა რომ ჩვენთვის აეხსნა, რომ დედამიწა ბრტყელია. იხილეთ სურა 13:3; 15:19; 20:53; 2:22; 43:10; 50:7; 51:48; 71:19; 78:6; 88:20; 91:6.


ბრტყელი დედამიწა ისლამში



3) ყურანის თანახმად მზის სისტემაში 7 პლანეტაა, მაშინ როცა სინამდვილეში ჯუჯა პლანეტების გამოკლებით 8 პლანეტაა. იხილეთ სურა 65:12

"ალლაჰი არის ის, ვინ შექმნა 7 ზეცა, ერთი მეორეზე 7 პლანეტის მსგავსად, რომელნიც არის ბრტყელი" ტაფსირ იბნ აბასი (მუჰამედის ბიძაშვილი მამის მხრიდან)



4) ყურანის ავტორს არ ჰქონდა მეცნიერული ცოდნა და იმეორებდა იმ დროში გავრცელებულ მცდარ მეცნიერულ შეხედულებებს. მაგალითად ყურანის თანახმად სპერმა წარმოიქმნება ხერხემალსა და გულ-მკერდის ძვალს შორის - სურა 86:5. დღეს კი ყველამ ვიცით, რომ სპერმა სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება.


სურა 86:5 - დაე, დაფიქრდეს ადამიანი, რისგანაა გაჩენილი.

სურა 86:6 - გაჩენილია წლისგან სპერმისეულისგან.

სურა 86:7 - რომელიც გამოედინება ხერხემალსა და გულმკერდის ძვალს შორის.


ყურანის ავტორი არაფერს ამბობს კვერცხუჯრედზე და მის უმნიშვნელოვანეს როლზე ადამიანის ჩასახვაში, ვინაიდან რასაც ის სექსუალური აქტის დროს ხედავდა, მხოლოდ სპერმა იყო.


სპერმატოზოიდი



5) როგორც ვიცით ფუტკრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან, ყურანში კი ისინი ნაყოფით იკვებებიან. რეალურად ეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება, როცა ისინი ვერ პოულობენ ყვავილებს, წოვენ ხილის წვენს, მაგრამ არა ყველა ხილის ნაყოფის. იხილეთ სურა 16:68-69


ფუტკარი



6) სურა 16:66 - "რძე წარმოიშვება ძროხის მუცელში ფეკალიებსა და სისხლს შორის. და უეჭველად თქვენთვის ცხოველებში გაკვეთილია. თქვენ გასმევთ იმას, რაც მათს მუცლებშია ნახევრად მოუნელებელ საკვებსა და სისხლს შორის - სუფთა რძეს - სასიამოვნო დასალევს მათთვის, ვინც სვამს."

სინამდვილეში კი რძე წარმოიქმნება არა ძროხის მუცელში, არამედ მის ცურში, სადაც არანაირი ფეკალიები არაა.


ძროხა



7) სურა 7:123-124 -ში ფარაონი იმუქრება, რომ ვინც მოსეს დაუჯერებს, ის ხელებს და ფეხებს მოაჭრის მათ და შემდეგ ჯვარზე გააკრავს. ჯერ ერთი ის, რომ ჯვარცმა იმ ფარაონის შემდეგ 1300 წლის შემდეგ გამოიგონეს, როგორც დასჯის მეთოდი და მეორეც - როგორღა გააკრავდა ჯვარზე ფარაონი ადამიანებს, თუ მათ ხელებს და ფეხებს მოაჭრიდა?!


ეგვიპტის ფარაონი



8) ყურანის თანახმად სურა 18:83-98 ალექსანდრე მაკედონელი (ზულ ყერნეინ) მართლმორწმუნე მუსლიმი იყო. სინამდვილეში კი ის წარმართი გახლდათ. მრავალღმერთიანობას აღიარებდა, საკუთარ თავს კი ზევსის შვილად მოიხსენიებდა. ალექსანდრეს დროს ისლამი არც არსებობდა და იმის ძახილი, რომ ყველა ადამიანი მუსლიმად იბადება და ადამი მუსლიმი იყოო (რაც ახასიათებთ მუსლიმებს) - სრულიად არასწორია და არანაირ ლოგიკაში და საღ აზრში არ ჯდება თუ რატომაა ასე. ასე ხომ ყველა აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია თქვას, მაგრამ ეს დემოგოგიაზე მეტი არაფერი იქნება. აღმსარებლობას და რელიგიას ირჩევს ადამიანი, მისით არავინ იბადება.


ალექსანდრე მაკედონელი



9) ყურანის თანახმად ვარსკვლავები შაითანების ჩასაქოლადაა შექმნილი.

სურა 67:5 - და ვფიცავ შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დავადგინეთ იგი ჩასაქოლად ეშმაკთათვის და გავამზადეთ მათთვის სასჯელი აალებული ცეცხლის."


ვარსკვლავებიანი ცა



10) შეუსაბამობა ყურანში

სურა 2:144 -ში ლოცვა შეიძლება ყველა მხარეს მიბრუნებით, ხოლო

სურა 2:183 -ში ლოცვა შეიძლება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მხარეს მიბრუნებით და არა ყველა მხარეს.


11) ყურანში სამყაროს შექმნის დრო ზოგ ადგილას 6 დღეა (სურა 32:4; 50:38)

ზოგ ადგილას კი 8 დღე (სურა 41:9-12)


12) სურა 73:2-ის მიხედვით ლოცვა საჭიროა მთელი ღამე.

ხოლო სურა 73:20-ის მიხედვით აღავლენ ლოცვას ღამის ორ მესამედს, ან მის ნახევარს, ან მის მესამედს, ან რამდენსაც შეძლებ.


13) ყურანის თანახმად მთები იმისთვისაა შექმნილი, რომ დედამიწა არ ირყეოდეს, სინამდვილეში კი სწორედ მთიანი რეგიონებია სეისმურად ყველაზე აქტიური ზონები პლანეტაზე.

სურა 21:31 და ჩვენ დავადგინეთ მტკიცე მთები, რათა არ შეარყიოს ისინი.


14) ყურანში ღმერთი ადამიანებს მაიმუნებად აქცევს. და თან საზიზღარს უწოდებს საკუთარ ერთ-ერთ უჭკვიანეს ქმნილებას - მაიმუნს.

სურა 2:65 უეჭველად იცით იმათ შესახებ, ვინც შაბათი გატეხა თქვენგან მაშინ ვუთხარით მათ: "იქეცით საზიზღარ მაიმუნებად!"


15) ყურანში უშორეს მეჩეთად მოხსენიებულია ალ-აქსას მეჩეთი. მაგრამ საქმე ისაა, რომ მუჰამედის დროს არანაირი მეჩეთი არ არსებობდა იერუსალიმში, ხოლო ებრაული ტაძარი დიდი ხნის დანგრეული იყო. ალ აქშას მეჩეთი აშენდა მუჰამედის სიკვდილიდან (632 წ) დიდი ხნის შემდეგ (705 წელს). არც კლდის გუმბათი არსებობდა მაშინ, რადგან ის განადგურდა ახ.წ. 70 წელს და აღდგა 689-691 წლებში.


ალ-აქსას მეჩეთი



16) ზოოლოგიიდან ვიცით, რომ ლეოპარდი, ავაზა, ზოგიერთი ჯიშის ობობა და ამათ გარდა კიდევ უამრავი სახეობა სრულიად მარტო ცხოვრობს. ყურანის თანახმად კი დედამიწაზე არ არსებობს სულდგმული, რომელიც ჩვენსავით თემებად და ჯგუფებად არ ცხოვრობს.

სურა 6:38 "არ მოიძებნება დედამიწაზე ცხოველი და არცა ჩიტი, თავისი ორი ფრთით მფრენნი, თუ არა თემნი თქვენნაირი"


image



17) ფრინველთა ფრთების აეროდინამიკური ფორმა მათი მოქნევის დროს ქმნის ჰაერის განსხვავებულ წნევას მის ზედა და ქვედა ზედაპირზე. ჩიტებს ფრთები უვითარდებოდათ 150 მილიონი წლის განმავლობაში, ადაპტაციას განიცდიდა მათი ჩონჩხიც რომ ფოროვანი გამხდარიყო და უფრო შემსუბუქებულიყო ფრენისას. ის ინდივიდები, რომლებშიც ეს მუტაცია არ ხდებოდა უბრალოდ ვერ ფრენდნენ კარგად და ევოლუციის პერიოდში გადაშენდნენ ვინაიდან მტაცებლების უკეთეს საკბილოს წარმოადგენდნენ. ყურანში კი წერია, რომ ჩიტებს ფრენის დროს რომ არ ჩემოვარდნენ ამაში ალლაჰი ეხმარება:

სურა 16:79 - "ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მორჩილნი ცის კამარაზე? არავინ აკავებს მათ, გარდა ალლაჰისა. უეჭველად ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის."


image



18) ყურანის თანახმად საშვილოსნო 3 ნაწილისგან შედგება, არადა ის ბევრად მეტი ნაწილისგანაა შემდგარი: ენდომეტრიუმი, მიომეტრიუმი, საშვილოსნოს ყელი, პლანცეტა, პერიტონეუმი, პერიტონეუმის საფარი და ასე შემდეგ.

სურა 39:6 "გაჩენთ თქვენი დედების მუცლებში ქმნილებად, გაჩენისა შემდგომ სამ წყვდიადში."


19) ყურანის ავტორისთვის უცნობია, რომ ყველა ორგანიზმი არ მრავლდება მდედრის და მამრის სქესობრივი კავშირის შედეგად, ანუ მილიარდობით ცოცხალ ორგანიზმში არსებობს უსქესო გამრავლების სისტემა. არსებობს უსქესოდ გამრავლების 5 სახე: გაყოფით გამრავლება, სპორებით, დაკვირტვით, ვეგეტატიური და ფრაგმენტაციით გამრავლება. ასე მრავლდებიან მცენარეები, სოკოები, ერთუჯრედიანები, ბაქტერიები, მოლუსკები, ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ჭიები, ჰიდრები, ლოკოკინები (ჰერმაფროდიტები ანუ ორსქესიანები არიან, რაც ადამიანებშიც აღინიშნება ზოგჯერ). ამერიკული ყვავების ზოგიერთი სახეობა მხოლოდ მდედრებისგან შედგება, რომლებიც მრავლდებიან პარტენოგენეზის გზით.

სურა 51:49 - "ყველაფერი გავაჩინეთ წყვილებად, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ"


image



20) მეოცე საუკუნეში არამუსლიმმა პირველად გადალახა დედამიწის ატმოსფერო და გავიდა კოსმოსში. შემდეგ არამუსლიმებმა პირველებმა დადგეს ფეხი მთვარეზე. მას შემდეგ კი მზის სისტემის პლანეტებს ჩვენი თანამგზავრები და კოსმოსური ობიექტები იკვლევს. უმრავლესობა ვინც კოსმოსში აქამდე გასულა ან ქრისტიანი იყო, ან ათეისტი. ყურანი კი ამბობს, რომ ალლაჰის ძალაუფლების და ნების გარეშე ვერ გავა ადამიანი კოსმოსში.

სურა 55:33 - ჰეი კრებულნო ჯინთა და კაცთა, თუ ძალგიძთ გადალახოთ ცათა და ქვეყნის საზღვრები, მაშ წადით! მაგრამ ვერას გასცდებით, თუ არა აშკარა ძალაუფლება!


21) ყურანის მიხედვით ღამის სიცივეს იწვევს მთვარე.

სურა 76:13 - წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე, არ იხილავენ მზეს (სიცხეს) და არც ყინვას (მთვარეს).

რეალურად კი მთვარე არ იწვევს ღამის სიცივეს, არამედ უბრალოდ მზის სხივების არყოფნა დედამიწის კონკრეტულ ნახევარზე.


22) ყურანის მიხედვით მთვარე არის ვარსკვლავებზე შორს. იხილეთ სურა 37:6 და 71:15-16


მთვარე



23) ყურანის ავტორმა არ იცის, რომ დედამიწას პოლუსები აქვს. მის ბრტყელ პლანეტას პოლუსები არ აქვს.

იხილეთ სურა 36:40; 17:78; და 2:187

მაგალითად ესკიმოსები, რომლებიც ცხოვრობენ პოლარულ ზოლში, ვერ შეძლებენ მუსლიმური კანონების დაცვას. ყურანის ავტორის შეზღუდული ცოდნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის უნივერსალურობას.


24) ყურანის მიხედვით მზე ამღვრეულ წყაროში ჩადის. მის ახლოს კი ხალხი ცხოვრობს.

სურა 18:86 - როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც მზე ჩადის, შენიშნა, რომ ის ჩადის ამღვრეულ წყაროსთვალში. მის ახლოს ნახა ხალხი. ვუთხარით ჩვენ: "ჰეი ზულ-ყერნეინ, შენ მათ ან დასჯი ან სიკეთეს უქმნი!"

თანაც მზე თუ წყაროში ჩაეტია, გამოდის რომ ყურანისეული მზე დედამიწაზე ბევრად პატარაა. არადა ჩვენ კარგად და ზუსტად ვიცით თანამედროვე ასტრონომიის მეშვეობით, რომ მზე დედამიწას მილიონჯერ და მეტჯერაც აღემატება და თუკი მზეს დედამიწის ხელად წარმოვიდგენთ, მაშინ დედამიწა ვაშლის ზომის იქნება.

და კიდევ მზე არსად ჩადის, უბრალოდ დედამიწა რომ მრგვალია და მის გარშემო ბრუნავს და ასევე თავისი ღერძის გარშემოც, ამის გამო ჰორიზონტს ეფარება ხოლმე მზე.


მზე


25) ყურანში ერთ ადგილას ამაღლების დღის ხანგრძლივობა 1000 წელია, მეორე ადგილას კი 5000. შეადარეთ სურა 32:5 და სურა 70:4


26) ყურანის ერთ ადგილას წინაწარმეტყველნი თანასწორნი არიან (სურა 2:136 და სურა 2:285), ხოლო მეორე ადგილას - არ არიან თანასწორნი (სურა 2:253)


27) სურა 3:42 ამბობს, რომ მარიამს იესოს ჩასახვა ანგელოზებმა ამცნეს, ხოლო სურა 19:17 ამბობს, რომ იესოს ჩასახვა მარიამ მხოლოდ ერთმა ანგელოზმა - ჯაბრაილმა (გაბრიელმა) ამცნო.


ხარება



28) სურა (3:77); (16:91) და (16:94) ამბობს, რომ ფიცის დარღვევა არ შეიძლება.

ხოლო სურა 66:2 ამბობს, რომ ფიცის დარღვევა შეიძლება.


29) ყურანი სამჯერ უწოდებს მარიამ ღვთისმშობელს იმრანის ქალიშვილს. მოსე, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა ბიბლიის მიხედვით ებრაელები და მისი და-ძმა - აარონი და მირიამი სამივენი იმრანის შვილები იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ დაახლოებით ქრისტეს შობამდე მე-12 საუკუნეში. მარიამ ღვთისმშობლის დაბადებამდე 1200 წლით ადრე და იმრანის შვილი მარიამი ვერანაირად ვერ იქნებოდა.


სურა 19:27-28 -ში როგორც ჩანს მუჰამედს აერია მარიამი მირიამში, რომელიც მოსეს და იყო.


სურა 66:12 -ში კვლავ იმრანის შვილად მოიხსენიებს მარიამ ღვთისმშობელს


და მესამედ სურა 3:35-36 -ში, მაშინ, როცა ლაპარაკობდა მარიამ ღვთისმშობლის დედაზე - უწოდა მას იმრანის ცოლი. ეს აშკარას ხდის ფაქტს, რომ მუჰამედს მარიამ ღვთისმშობელი მართლაც იმრანის შვილი ეგონა. ის ბიბლიური მონათხრობებიდან, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ჰქონდა მოსმენილი, ახალ რელიგიას აყალიბებდა.


კარგად დააკვირდით სურა 3:35-ს. ასევე მთელი მესამე სურის სახელწოდებას - მას ჰქვია "ალი იმრან" ანუ "იმრანის ოჯახი". ეს ფაქტი პირდაპირ ამბობს, რომ ყურანში გადატანითი მნიშვნელობით კი არ მოიხსენიება ღვთისმშობელი მარიამი იმრანის და ჰარუნის ასულად, როგორც მათი შთამომავალი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ოჯახის წევრი.


სურა 3:33 - უეჭველად ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი (ნოე), იბრაჰიმის (აბრაამის) მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის.

სურა 3:34 - ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა. აქ ნათელია, რომ იმრანის მოდგმა მითითებულია, როგორც იმრანი მოსეს მამა, ხოლო მომდევნო აიათი უკვე პირდაპირ იწყებს საუბარს, რომ ზემოთხსენებული მოსეს მამა იმრანი, რომელიც 12 საუკუნით უფრო ადრე ცხოვრობდა, არის ღვთისმშობელ მარიამის მამაც. ყურანს მოსე და ღვთისმშობელი და-ძმა გამოჰყავს. ეს მაშინ როცა მათ შორის 12 საუკუნეა სხვაობა.


სურა 3:35 - აკი თქვა იმრანის ცოლმა: უფალო ჩემო, რაც ჩემს მუცელშია, უპირობოდ შენ აღგითქვი, ყველაფრისგან თავისუფალი, მიიღე ჩემგან. უეჭველად შენ და მხოლოდ შენ ხარ ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე.

სურა 3:36 - და როცა შეეძინა იგი, თქვა: "ღმერთო ჩემო, აი მე შემეზინა იგი გოგო". ალლაჰმა უკეთ უწყის, რაც შვა მან, თუმცა ვაჟი არ არის მსგავსი ქალის, "და დავარქვი მას მარიამი, და შენ გაბარებ მას და მის შთამომავლობას. ფარავდე ეშმაკისგან, ქვებით ჩაქოლილისგან.


ეს არის კიდევ ერთი იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ყურანის ავტორს ღვთისმშობელი მოსეს დაში - მირიამში აერია. მარიამ ღვთისმშობლის მამას კი იოაკიმე ერქვა.

მიქელანჯელოს პიეტა


30) სურა 2:29 ამბობს რომ ჯერ შეიქმნა დედამიწა და შემდეგ სხვა დანარჩენი ციური სხეულები, დანარჩენი სამყარო და შვიდი ცა. ყველამ ვიცით დღევანდელი მეცნიერების წყალობით, რომ ჯერ წარმოიქმნა კოსმოსი 14 მილიარდი წლის წინ, შემდეგ 13 მილიარდი წლის წინ უკვე პირველმა გალაქტიკებმა დაიწყეს ფორმირება და მზეც უფრო ადრე შეიქმნა ვიდრე ჩვენი პლანეტა, ხოლო მზემდე აქ ამ ადგილას იყო ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა და 4.6 მილიარდი წლის წინ მზეც მისგან ჩამოყალიბდა. მხოლოდ შემდეგ ფორმირდა პლანეტა დედამიწა 4.54 მილიარდი წლის წინ. ეს იმდენად კარგად დამტკიცებული ფაქტებია, რომ საუბარიც კი ზედმეტია.


კოსმოსი



31) სურა 6:101 -ში წერია, რომ ალლაჰს (ღმერთს) არ შეუძლია ჰყავდეს ბავშვები. ალლაჰს არ შეუძლია ჰყავდეს ბავშვები?! ესეიგი მას ისიც კი არ შეძლებია, რომ ჰყავდეს ბავშვები? ალლაჰს არ სჭირდება რომ ჰყავდეს მეწყვილე იმისთვის, რომ იყოლიოს ბავშვები, რადგან ის ყოვლისშემძლეა. ერთი სიტყვითაც კი შეუძლია ისურვოს და ისე იქნება. როცა მუჰამედი ამ ტექსტს აწერინებდა, ნამდვილად გამორჩა ეს მხედველობიდან.


32) სურა 2:230 -ში საუბარია იმაზე რომ მხოლოდ ალლაჰმა უწყის თუ რა ხდება ორსული ქალის საშვილოსნოს შიგნით. ეს არასწორია და აი რატომ: ისლამური სწავლების და თეოლოგიის მიხედვით ყურანი დაიწერა არა მხოლოდ იმ დროისთვის, როცა დაიწერა, არამედ მომავლისთვის, ყველა დროისთვის. დღევანდელ მედიცინას ადვილად შეუძლია უთხრას ორსულს ნაყოფის სქესი, მდებარეობა, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნაც კი.


ნაყოფი საშვილოსნოში



33) სურა 5:116 ამბობს, რომ თითქოს ქრისტიანებს მარიამ ღვთისმშობელიც შეჰყავთ სამებაში და ღმერთთან აიგივებენ. რეალურად კი მარიამ ღვთისმშობელი არასოდეს მიიჩნეოდა სამების ნაწილად, არც 2000 წლის წინ და არც არასოდეს. ქრისტიანული თვალთახედვით სამება იყო და არის: მამა, ძე და სულიწმინდა.


სამება



34) ყურანი (20:85, 20:87, 20:88, 20:90, 20:95. 20:96, 20:97) გვიამბობს, რომ მოსეს სინას მთაზე ყოფნისას სამარიტელმა შეაცდინა მისი ხალხი და გააკეთებინა ოქროს ხბოს კერპი. ხალხი გაჰყვა სამარიტელს და ეთაყვანებოდნენ ოქროს ხბოს. როგორც ყურანი გვეუბნება მოსეს დაბრუნების შემდეგ მან ამხილა სამარიტელი ინტრიგებში და გააძევა. ყურანის შეცდომა არის იმაში, რომ სამარიტელები მოსეს დროს საერთოდ არ არსებობდნენ. ისინი ჩნდებიან 400 წლის შემდეგ. ყურანის ავტორმა კი იფიქრა, რომ ისინი ერთ დროში ცხოვრობდნენ. სამარიტელები, რომლებიც მოსეს შემდგომ დიდი ხნის შემდეგ გაჩნდნენ მართლაც ეთაყვანებოდნენ ოქროს ხბოს. ჩვენს წეთაღრიცხვამდე 930 წელს ისრაელის ერთიანი სამეფო დაიშალა ისრაელის და იუდეის სამეფოდ. და დაახლოებით ჩვენს ერამდე 875 წელს ისრაელის მეფე ამრიმ დააარსა ქალაქი სამარია და გამოაცხადა ის დედაქალაქად. იმ დროისთვის ისრაელელები დაშორდნენ აბრაამის ღმერთს და დაიწყეს ოქროს ხბოს თაყვანისცემა. ძვ.წ. 722 წელს ისრაელი დაიპყრეს ასირიელებმა, რომლებმაც გააძევეს ებრაელები და მათ ადგილას ქალდეელები, არამეელები და გუტები ჩაასახლეს, სწორედ ამ ჩასახლებულთ ეწოდათ შემდგომში სამარიტელები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წელს ჩნდებიან სამარიტელები, ხოლო მოსე ძვ.წ. მე-12 ან მე-13 საუკუნეებში ცხოვრობდა.

ბიბლია კი მოგვითხრობს, რომ მოსეს სინას მთაზე ყოფნის დროს, რომელიც 40 დღე გაგრძელდა ებრაელებმა დაიწყეს ოქროს ხბოს თაყვანისცემა იმიტომ, რომ მოსე დიდი ხანი არ დაბრუნდა სინას მთიდან და იფიქრეს - არც დაბრუნდებაო. ამიტომ ებრალები სთხოვენ აარონს, როგორც მოსეს ძმასა და შემცვლელს, სხვა ღმერთს და მისთვის თაყვანისცემაზე ნების დართვას, რასაც აარონი აკეთებს, ვინაიდან მის სიცოცხლეს, შეწინააღმდეგების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებოდა. აარონს არ უნდოდა რომ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა დაეწყო და იმის იმედით, რომ ხალხს ძვირფასეულობა დაენანებოდა და ქმრებს ცოლები ამ წამოწყებას გადაათმქევინებდნენ ბრძანა, რომ კერპი აეგოთ ხალხის პირად საკუთრებაში მყოფი ძვირფასეულობის, ოქროულობის გადადნობით, მაგრამ აარონის იმედები გაცრუვდა. ქალებს არ დაენანათ კერპისთვის საკუთარი ბეჭდები და საყურეები. კერპი დაამზადეს. მისი თაყვანისცემა კი მხოლოდ მოსეს სინას მთიდან დაბრუნების მერე შეწყვიტეს, როცა მოსემ თავის მომხრეებს კერპთაყვანისმცემელი ებრაელები გააწყვეტინა. ამ დროს ძმამ ძმა მომკლა და ქმარმა ცოლი, შესაძლოა მამამ შვილიც კი ან პირიქით. ასე ამოიხოცა მაშინდელი ნახევარი ებრაელობა მეორე ნახევრის მიერ.

სხვათაშორის ამის შესახებ ამ ამბის გაგრძელებასაც კი არასწორად გვთავაზობს ყურანი. კერძოდ ის ამბობს, რომ მოსეს ბრძანებით მოკლული ხალხი მიმტევებელ ალლაჰს მკვდრეთით აღუდგენია. ეს არათუ არამეცნიერული და არაისტორიულია, არამედ ბიბლიითაც კი არ დასტურდება და საიდან მოიტანა ეს მუჰამედმა, არ ვიცი. ეს ალბათ მისი კეთილი სურვილი გახლდათ, რომ ასე ყოფილიყო.


მოსე


35) ყურანში უამრავი ისტორიული, მეცნიერული და აზრობრივი შეცდომა, წინააღმდეგობა და გაუგებრობაა. რაც ეწინააღმდეგება შემდეგ აიათს:

4:82 - ნუთუ ისინი ყოველმხრივ არ გაიაზრებენ ყურანს?! და რომ ყოფილიყო ალლაჰის გარდა სხვა წიაღიდან მოვლენილი, მასში უეჭველად უამრავ გაუგებრობას იპოვნიდნენ.

0
1612
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1612