ფეხბურთი ფეხბურთში გოლის აღნიშვნის 11 ძირითადი ხერხი 2017, 10 სექტემბერი, 10:38 1)სირბილით აღნიშვნა-ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცეს და თუ დაეწივნენ, მაშინ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი რიტუალიდან რომელიმეს შესრულება მოუწევს. 2)მადლობის გადახდა -მადლობა უთხრა ღმერთს, მაყურებელს, შეყვარებულს, დედას, მამას და სხვას, ყოველთვის გამოიძებნება ვინმე.... 3)კოცნა-იდეალურია, რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის ან კლუბის გერბს აკოცო, ნიშნობის ბეჭედს, თანაგუნდელს, ამ სხეულის იმ ნაწილს რითაც გოლი იქნა გატანილი... 4)ჩახუტება -ამის გარეშე ნამდვილად არ შეიძლება, თან ჯგუფ-ჯგუფად შეიძლება მოეხვიონ ერთმანეთს. 5)ცეკვა და აკრობატიკა-ეს რიტუალი ძირითადად აფრიკელმა ფეხბურთელებმა შემოიტანეს და ძალზე პოპულარულია. 6)გატანილი გოლი მიუძღვნა ბავშვს-ტრადიცია"დარწევა" ბებეტომ შემოიტანა 1994 წელს, ხოლო ტოტიმ დანერგა ბავშვის საპატივცემლოდ საჩვენებელი თითის მოწოვა. 7)გაზონზე გასრიალება -მეთოდი სხვადასხვაა, მუხლებზე, მუცლით, მეთოდი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა სანახაობრივად შეძლება დიდი ვერაფერი. 8)სიმბოლური "იარაღის" გასროლა-ეს მეთოდი გოლის ამღნიშვნელის სინდისზე იყოს, შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც... 9)გახდა-რის დროსაც მსაჯები დაუნდობლად აჯარიმებენ ფეხბურთელებს, ხოლო გულშემატკივრები ხშირად ტიტლიკანა გარბენსაც აწყობენ. 10) "ჩუუ"- ესეც ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ჟესტი გახდა. 11) ამის გარდა:ენის გამოყოფა, "აეროპლანი", გულზე ხელის დაკრეფა, გასახდელში ან მაყურებელთან მირბენა და სხვა. 86 6-ს მოსწონს 1-ს არა
|