x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 ფილმი, რომელიც რეალურია
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს, რაც არ უნდა დრამატული და ცრემლის მომგვრელი იყოს და მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებთ, ის უბრალოდ ფილმია, მოზღვავებულ ემოციებს მაინც ვერ უყრით თავს. თუმცა, არის ფილმები, რომლის ისტორიაც სინამდვილეში მოხდა და დღევანდელ სტატიაში სწორედ 10 მათგანს წარმოგიდგენთ.



1. მაკფარლანდი - MCFARLAND.image
90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწრთვნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა.




2. თავისუფლების მწერლები- FREEDOM WRITERS.image
ახალგაზრდა მასწავლებელი ამერიკის ერთ-ერთი შავკანიანი გეტოს კლასის მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ... (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია და გირჩევთ უყუროთ)




3. შვიდი წელი ტიბეტში - SEVEN YEARS IN TIBET.image
ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.





4. ზღვარის გადაკვეთა - WALK THE LINE.image
ქანთრი მუსიკის ლეგნდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას- ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.




5. ნოკდაუნი - CINDERELLA MAN.image
კრივის მოთამაშე ჯიმ ბრედოკი ზედიზედ რამოდენიმე დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა სპორტიდან წასულიყო. ცოლ-შვილის სარჩენად ის ნებისმიერ სამსახურზე თანხმდება, თუმცა რინგზე დაბრუნების იმედებს მაინც არ კარგავს. და ერთხელაც მას ამის შანსი მიეცემა და ბოლო წუთას სხვა სპორტსმენს შეცვლის. იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგეებზე ნაკლები წონისაა და უამრავი ტრამვა აქვს მიღებული, აგრძელებს წინსვლას და რაუნდებში გამარჯვებას. ბოლო ბრძოლა ესლის მსოფლიო ჩემპიონთან მაქს ბაერთან აქვს, რომელმაც რინგზე ორი ადამიანი მოკლა.




6. მისტერ ბენკსის გადარჩენა - SAVING MR. BANKS.image
დისნეის კლასიკური ფილმის ”მერი პოპინსის” ეკრანიზაციის ისტორია. როდესაც უოლტ დისნეი შეპირდა თავის ქალიშვილებს ფილმის გადაღებას მათი საყვარელი წიგნის მიხედვით, პამელა ტრევერსის ზღაპრის “მერი პოპინსი” მას არც კი წარმოედგინა რომ, ამ პირობის შესასრულებლად 20 წელი დაჭირდებოდა. წიგნის ეკრანიზაციის უფლების მოპოვების მცდელობაში უოლტი შეხვდა თავნება და ჯიუტ ბრიტანელ მწერალს, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა მისი საყვარელი გმირის “გაფუჭება” ჰოლივუდური მიდგომით. მხოლოდ სამოციანი წლების დასაწყისში დათანხმდა, ის თავად მივიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მოლაპარაკება ეკრენიზაციაზე.




7. ჰერცოგის მეუღლე - THE DUCHESS.image
მე-18 საუკუნეში მცხოვრები დიდგვაროვანი ქალის ექსტრავაგანტული ცხოვრების ისტორია.




8. გახდე ჯეინი - BECOMING JANE.image
ჯეინ ოსტინის ბიოგრაფიული პორტრეტი და მისი რომანი ახალგაზრდა ირლანდიელთან.




9. რეი - RAY.image
დიდებული ამერიკელი მუსიკოსი რეი ჩარლზის რეალური ისტორია- სიღარიბე, დევნა, რასიზმი, სიბრმავე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, თუმცა მან ეს ყველაფერი გადალახა და საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ჯაზის ისტორიაში.




10. დამიჭირე, თუ შეძლებ - CATCH ME IF YOU CAN.image
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად, პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.





იხილეთ აგრეთვე:


კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"

მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდეს

კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომები

12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაში

10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს"

10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირა

როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვეს


0
1269
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0