x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137550
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511438
9 ყველაზე ღრმა ტბა

image





9. კრატერის ტბა - 592 მეტრის სიღრმისაა. მდებარეობს ორეგონში და უღრმესი ტბაა აშშ-ში. ეს შედარებით ახალგაზრდა ტბაა და წარმოიქმნა 7, 700 წლის წინ.


კრატერის ტბა



8. დიდი მონების ტბა - 614 მეტრის სიღრმისაა. მდებარეობს კანადაში. ჩრდ.-დას. ტერიტორიებზე. ის უღრმესი ტბაა მთელს ჩრდ. ამერიკაში. ზედაპირის ფართობი 28 930 კმ2-ია. წარმოიქმნა 10, 000 წლის წინ.



დიდი მონების ტბა



7. ტბა ისიკი - 668 მეტრის სიღრმისაა. მდებარეობს ყირგიზეთში, ტიან-შანის მთებში. ის მსოფლიოს უდიდესი ალპური ტბაა. ამ ტბასთან არმოჩენილია სკვითების ნასახლარები და დიდძალი ოქრო, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დამუშავებით. სკვითები ყირგიზეთის ჩვენთვის ცნობილი პირველი მოსახლე ეთნოსი გახლდათ. ტბა წარმოიქმნა 800, 000 წლის წინ.


ისიკის ტბა. ყირგიზეთი



6. ტბა ნიასა (იგივე მალავი) - 706 მეტრის სიღრმისაა. მდებარეობს აფრიკაში, მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე. ტბა ძალიან დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და პოპულარობით სარგებლობს ევოლუციონისტებში, ბიოლოგებში, ეთოლოგებში. მასში ბინადრობს თევზების 1000-ზე მეტი სახეობა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი მტკნარი წყლის სახეობების 15% მალავის ტბაშია. ტბა წარმოიქმნა 40, 000 წლის წინ.


მალავის ტბის ციხლიდები



5. ო'ჰიგინს/სან მარტინის ტბა - 836 მეტრის სიღრმისაა. ეს ტბა ანდებში მდებარეობს, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე და იკვებება ო'ჰიგინსის მყინვარისგან.


ო



4. ტბა ვასტოკი - 900 მეტრის სიღრმისაა. ის ანტარქტიდაზე მდებარეობს. ის 20 მილიონი წლის წინ წარმიქმნა. ეს უდიდესი ყინუქვეშა ტბაა დედამიწაზე.


ტბა ვასტოკი



3. კასპიის ზღვა - სინამდვილეში კასპიის ზღვა ტბაა და მისი უდიდესი სიღრმე 1025 მეტრია. ის ტბად იქცა, ანუ ჩაიკეტა მსოფლიო ოკეანისგან ტექტონიკური ძვრების გამო 5.5 მილიონი წლის წინ. მისი ფართობია 371, 000 კვადრატული კილომეტრი, რაც 5-ჯერ უფრო დიდი ტერიტორიაა ვიდრე საქართველოსი.


კასპიის ზღვა



2. ტბა ტანგანიკა - 1436 მეტრის სიღრმისაა. ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბაა. და მსოფლიოსი მეორე ყველაზე ღრმა. ტბა ფორმირდა 12 მილიონი წლის წინ.


ტბა ტანგანიკა



1. ტბა ბაიკალი - მსოფლიოს უღრმესი ტბაა 1620 მეტრის სიღრმით. მდებარეობს აღმოსავლეთ რუსეთში. შეიცავს მსოფლიოს გაუყინავი, თხევადი მტკნარი წყლის 20%-ს. წარმოიქმნა 25 მილიონი წლის წინ. ბაიკალში უამრავი ისეთი ცხოველი და მცენარე ბინადრობს, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი და არსად ეს სახეობები არ გვხვდება.


ტბა ბაიკალი





სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
1743
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1743
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0