x
ხინკლის უგემრიელესი რეცეპტი

საჭირო მასალები : 700 გრამი საქონლის ხორცი 300 გრამი ღორის ცხიმიანი ხორცი. 1 ცალი ნედლი, მწვანე წიწაკა, 4 ცალი საშუალო ზომის ხახვი, 1 კონა ნედლი ქინძი . 1, 2 კგ ფქვილი .

პირველ რიგში მოვზილოთ ცომი .ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ ერთი მწიკვი მარილი, ნელ-ნელა დავასხათ ცივი წყალი რამდენსაც შეიზელს რომ მაგარი ცომი გამოვიდეს და ელასტიური .ცომს რაც უფრო დიდხანს ვზელთ, მით უკეთესი გამოვა.როდესაც ცომი მზად იქნება დავასვენოთ 1 საათით.ამ პერიოდში კი გავაკეთოთ ფარში .გავასუფთავოთ ხორცი, გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში მწვანილებთან, ხახვთან და წიწაკასთან ერთად.ფარშს დავუმატოთ მარილი გემოვნებით და თბილი წყალი რამდენსაც ფარში შეიწოვს .

ცომი გავაბრტელოთ სამზარეულო დაფაზე დაახლოებით 4-5 სანტიმეტრიანი სისქით, შემდეგ ჭიქით ან სპეციალური საჭრელით მოვჭრათ მრგვალი ცომის წრეები .გავაბრტყელოთ მოჭრილი ცომები და გამზადებული ფარში დავდოთ კოვზით და მოვახვიოთ ხინკალი .ცომის ნაპირები ამოვკეცოთ ისე, რომ გაჩნდეს “ნაოჭი '' და ზევით მხარეს შევაერთოთ.ზედმეტი ცომი თუ არის მოვწყვიტოთ.

ხინკალი ჩავუშვათ მდუღარე, მარილიან წყალში .ქვაბი ოდნავ შევანჯღრიოთ ან ხის კოვზით ფრთხილად მოვურიოთ ისე, რომ ძირზე არ მიიკრას და არც ხინკლები დასკდეს .როცა წყალი კვლავ ამოდუღდება ვხარშოთ 6-7 წუთი.ამოღებისას ხინკალს ქვაბში მოვასხათ ერთი ჭიქა ცივი წყალი და ამოვიღოთ ქაფქირით.image

2
8445
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი დათუაშვილი
ლალი დათუაშვილი
8445
  
2017, 24 აგვისტო, 18:50
ძირას თავის გემოზე მიჰყავს ,ეს რეცეპტი ძირას გარეშეა .კარგად მოზელილ ცომს კი არაფერი ემართება ხარშვის დროს.1 საათით გაჩერება პირიქით ადვილად დასამორჩილებელს ხდის და გაბრტყელებას აადვილებს .პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. არაერთხელ მაქვს გაკეთებული ასე ხინკალი და უგემრიელესი გამოდის .
2017, 24 აგვისტო, 18:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2