x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარეგნობის გამო მამაკაცები რომ ზედაც არ უყურებდნენ, ბრიტანელმა ქალმა 15 მამაკაცი დაადანაშაულა "გაუპატიურებაში"

image ბრიტანელმა ჯემმა ბილმა იმის გამო, რომ არცთუ მომხიბლავი გარეგნობის გამო ზედაც არ უყურებდნენ მამაკაცები გადაწყვიტა შური ეძია მამაკაცებზე და საჩივარი შეიტანა სასამართლოში, 15–მა მამაკაცმა გამაუპატიურაო და სათითაოდ დაასახელა "ძალადობაში" მონაწილეები.
ჯერ კიდევ 2012 წელს ჯემმამ ასევე შეიტანა საჩივარი მამაკაცების ჯგუფზე, აქაოდა ღამის კლუბში ჯგუფურად გამაუპატიურესო. თითოეული "მოძალადე" დააკავეს და მათი უდანაშაულობის მიუხედავად თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდებულები წელს ივნისის თვეში გაანთავისუფლეს უდანაშაულობის გამო.
25 წლის ბრიტანელს წაუყენეს სისხლის სამართლით გათვალისწინებული ბრალდება, ცრუ ჩვენების მიცემის გამო და ცრუ ჩვენების გამო რამდენიმე უდანაშაულო მამაკაცის 7 წლიანი სასჯელით ციხეში გაშვების გამო.
ჯემმას დაუმტკიცდა ცრუ ჩვენების მიცემა და თითოეული უდანაშაულო "მოძალადე" მამაკაცი განთავისუფლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
ჯემმამ არ მოისვენა და ამჟამად ერთბაშად 15 მამაკაცს უჩივლა ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით, თუმცა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ჯემმაზე არ განხორციელებულა სექსუალური სახის ძალადობა.
ჯემას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მას შეახსენეს 5 წლის წინ უდანაშაულო მამაკაცებზე შეტანილი საჩივარი, რის გამოც უდანაშაულო მამაკაცებმა 5 წელი გაატარეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ჯერ არაა ცნობილი თუ რამდენი წლით შეუფარდებენ თავისუფლების აღკვეთას. ფსიქოლოგების ჯგუფმა გოგონას აღმოუჩინა უამრავი კომპლექსი მის გარეგნობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ცრუ ჩვენებების მიცემის და უდანაშაულო მამაკაცებზე ჯგუფური გაუპატიურების ბრალდების სახით საჩივრის შეტანის მიზეზი.
imageimageimageimage






0
235
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0