x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120424
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
კრიტიკის და კამათის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისთვის

image



რატომაა აუცილებელი კამათი, ამას ახლავე მოგახსენებთ, მაგრამ კამათი უნდა იყოს კონსტრუქციული. ვინც არ უნდა იყოს როდესაც ვინმესთან შევალ დებატში არ უნდა ვუთხრა ისეთი სიტყვები თავის რწმენაზე და არც მან უნდა მითხრას ჩემს ურწმუნოებაზე, რომელიც იქნება გამომწვევი და მით უმეტეს შეურაცხმყოფელი ან ასე იქნება აღქმადი. თუმცა ის, რომ ვინმემ ზრდილობის ფარგლებში აკრიტიკოს ათეიზმი, ან რომელიმე რელიგია, დოქტრინა, სწავლება ან დოგმატიკა - ეს ჯანსაღი და მისასალმებელი პროცესია. თქვენ არ ხართ თქვენი რელიგია, რომ მისი კრიტიკა ან თუნდაც შეურაცხყოფა მიიღოთ საკუთარ თავზე. რელიგია კაცობრიობის ისეთივე ინტელექტუალური საკუთრებაა, როგორც მითოლოგია, ლიტერატურა ან პოლიტიკური მოძღვრებები. შესაძლოა ძალიან ბევრია ნაცისტი (ნაციონალ-სოციალისტი), მაგრამ ჩემი მხრიდან ნაციზმის მწვავე გაკრიტიკების შემთხვევაში, ეს ნაცისტის მხრიდან არ უნდა იქნას აღქმული საკუთარ პიროვნულ შეურაცხყოფად. შესაძლოა იყოს მიუღებელი და უსიამოვნო, მაგრამ არა პირადად მისაღები. იგივეს თქმა შეიძლება ისლამზე, ბუდიზმზე, სატანიზმზე, ქრისტიანობაზე ან სხვა ნებისმიერ რელიგიაზე. იდეების დაპირისპირება და არგუმენტირებული კამათი სძენს საზოგადოებას მეტ ცოდნას - ურწმუნო შეიძლება დააფიქროს, მორწმუნეს კი კიდევ უფრო ღრმად ჩაახედოს და გააზრებინოს, ჩამოუყალიბოს საკუთარი რწმენა. ასეთი მსჯელობები რომ მასობრივი იყო, ამიტომ გახლდათ განვითარებული ძველი ათენი და მთელი საბერძნეთი, რომლებმაც მთელ დასავლურ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. ამიტომ ბადებდა ძველი ბერძნული ქალაქები ამდენ ფილოსოფოსს და მსოფლიო დონის მოაზროვნეს რომ ამ ქალაქებში განვითარებული იყო მსჯელობის და საჯარო კამათის კულტურა აბსოლუტურად ყველა ფილოსოფიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ თემაზე. სადაც მსჯელობა კვდება და ერთმანეთის კონსტრუქციული კრიტიკა სუსტდება, იქ იძინებს, ჩერდება, ნელ-ნელა კვდება ცივილიზაციაც - ამის კარგი ისტორიული მაგალითია ისლამური სამყარო. კულტურა, სადაც ბევრი ტაბუდადებული თემაა და პირად შეურაცხყოფად აღიქმება განსხვავებული აზრის ხმამაღლა, ზრდილობის ფარგლებში გამოხატვა და მსჯელობა - ის საზოგადოებები განწირულია იმისთვის, რომ ვეღარ წარმოშვას კულტურის წინსვლისთვის საკმარისი რაოდენობის მოაზროვნე და ერთ ალაგს შედგეს ჯორივით. ასეთ საზოგადოებას უდიდესი ქონება და სიმდიდრეც ვერ უშველის - მაგალითად არაბული სამყარო გამოდგება.

აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტაბუ იყოს საზოგადოებაში და რაც შეიძლება კონსტრუქციული და არგუმენტებით დატვირთული დებატები იმართებოდეს მხარეებს შორის რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სხვა ნებისმიერ საკამათო საკითხზე. ეს არის პროცესი, რომელიც ყველა მხარისთვის სასარგებლოა და სწორად წარმართვის შემთხვევაში განაპირობებს ორივე ან მეტი "დაპირისპირებული" მხარის ინტელექტუალურ ზრდას, რაც დებატების საკმარისი სიხშირის შემთხვევაში მთელ საზოგადოებაზე დადებითად აისახება. დავა არაა დაპირისპირებისთვის და შუღლისთვის, არამედ ის კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და დახვეწის საუკეთესო მექანიზმია. თუ გვინდა განვითარება, მაშინ მოგვიწევს ეს ვისწავლოთ და ყველამ გავიაზროთ.






სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
158
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
158
  
2018, 11 აპრილი, 12:14
ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ და გვეზიზღებოდეს ერთმანეთის აზრები და პოზიციები, მაგრამ არ უნდა გვეზიზღებოდეს და არ უნდა შეურაცხვყოფდეთ ერთმანეთს, თორემ ასე თუ არ მოვიქცევით და ამ სტანდარტს თუ არ დავამკვიდრებთ, მერე ჩვენი აზრები რომ ვინმეს არ მოეწონება და ჩვენ პირადად რომ დაგვიწყებს ვინმე ფურთხებას მაგაში ჩვენი წვლილიც იქნება შეტანილი. საერთოდ ჩვენ ყველა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს ვალდებულება რომ ისე მოვექცეთ სხვებს როგორც ჩვენ გვინდა რომ გვექცეოდნენ. რაც უფრო მეტად შეგნებული ინდივიდები ვართ, მით მეტად გვაქვს ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი დავნერგოთ. დაცინვა მიუღებელია იმიტომ, რომ როცა შენ ვინმეს დასცინი, მერე შენც დაგცინებენ ყველა ვარიანტში ეგ ეგრე იქნება. ბულინგი რომ შემცირდეს ძალიან კარგი იქნება. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ეგ, მით უმეტეს შეუგნებლები არ გააკეთებენ მაგას და სულ ნეხვში ვიქნებით. როცა ვინმეს აფურთხებ, უნდა იცოდე, რომ შენც შეგაფურთხებენ და ეს საზოგადოებაში შენ მიერვე დაყენებული სტანდარტი იქნება. როცა დედას შეაგინებ ვინმეს, უნდა იცოდე რომ შენს დედასაც ყველა ფორმაში მოიხსენიებენ. ეს აუცილებლად ასე იქნება. ასე მუშაობს სამყარო. კი ბატონო, ზოგიერთი აზრი და იდეა ისეთია, რომ უნდა დასცინო, მაგრამ ეს ადამიანი ღლეაო ის არ უნდა თქვა პირდაპირ. ეგ უკვე პიროვნების დამცირებაა. აზრი რომ გაუკრიტიკო მწვავედ და სარკაზმითაც ეგ მოსული პონტია და აუცილებელიც კია. აზრთა ომი უნდა წარმოებდეს არგუმენტირებულად და არა ერთმანეთის ლანძღვით და ისეთი საზოგადოება გვექნება ყველას რომ ასე ძალიან გვინდა.
0 1 1