x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119352
  • ვიდეო:354111
  • სურათი:491846
რომელი ბრენდის პაკეტის ჩაია ყველაზე ხარისხიანი - ექსპერტიზის შედეგები


image

პაკეტის ჩაი საკმაოდ მოსახერხებელი გამოგონებაა მათთვის, ვისაც ჩაის დასაყენებლად დრო არ აქვს. რამდენიმე წამი და არომატული და სასარგებლო სასმელი მზადაა. თუმცა, რამდენად არის ასეთი წესით მომზადებული სასმელი სასარგებლო, მაინც ეჭვქვეშ დაგს. ბევრი თვლის, რომ სინამდვილეში ჩაის ფოთლების მაგივრად პაკეტებში მხოლოდ საღებავი და ჩაის მტვერია (ამის შესახებ შეგიძლიათ უფრო დეტალურად იხილოთ სტატია ბმულზე).


და მაინც, რამდენად შეესაბამება ნორმებს დღეს ბაზარზე არსებული პაკეტის ჩაი? ამის გასარკვევად ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში შემოწმდა რამდენიმე, ყველაზე პოპულარული ბრენდის პაკეტის ჩაი, კვლევა ჩატარდა პოპულარული რუსული საიტის, "როსკონტროლის" პროგრამის ფარგლებში. რამდენადაც შემოწმებული ბრენდების უმრავლესობა ქართულ ბაზარზეცაა წარმოდგენილი, ქართველი მომხმარებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება შედეგების გაცნობა.


ლაბორატორიაში შესამოქმებლად გაიგზავნა შემდეგი ბრენდების პაკეტის ჩაი: Riston, «Майский», Lipton, და Dilmah.


ტესტირების შედეგები:



1. Lipton Yellow Label (76 ქულა)

image

შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. გააჩნია კარგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები: გარეგნულად ერთგვაროვანია, ნაყენი საკმაოდ გამოხატული გემოსა და სასიამოვნო არომატის მქონეა. გემო არის სასიამოვნო, ოდნავ მომწარო. შეესაბამება უმაღლეს ხარისხს. წარმოდგენილ ნიმუშებს შორის აქვს ყველაზე მაღალი სადეგუსტაციო მაჩვენებელი - 10-დან 4, 5 ქულა.


2. Riston Ceylon Premium (70 ქულა)


image
შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. გააჩნია კარგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები: მკვეთრი, გამჭვირვალე ნაყენი, საკმაოდ სასიამოვნო არომატი, ოდნავ მომწარო გემო. შეესაბამება წარმოდგენილ უმაღლეს ხარისხს. სადეგუსტაციო მაჩვენებელი წარმოადგენს 4, 25 ქულას, რითაც იგი ოდნავ ჩამოუვარდება Lipton Yellow Label-ს.


3. Dilmah цейлонский (67 ქულა)


image

შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. გააჩნია კარგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები: საკმაოდ გამოხატული არომატი, მომწარო, მკვეთრი გემო. შეესაბამება წარმოდგენილ უმაღლეს ხარისხს. სადეგუსტაციო მაჩვენებელი მასაც იგივე აქვს, რაც Riston Ceylon Premium-ს.


4. "Майский" ცეილონის (58 ქულა)


image

შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ შეესაბამება მითითებულ უმაღლეს ხარისხს. დეგუსტაციური დაგემოვნების შედეგად ჩაის მიენიჭა პირველი ხარისხი. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები არ არის დამაკმაყოფილებელი: შეინიშნება დაქუცმაცებული ღერო, აქვს არასაკმარისად გამოხატული, ხის არომატი. მისი სადგუსტაციო მაჩვენებელი 3, 75 ქულით შემოიფარგლება.


უსაფრთხოება:


image


- ყველა მოცემული ნიმუში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ექსპერტებმა მათში ვერ აღმოაჩინეს ვერც ჯანმრთელობისთვის საზიანო ალფატოქსინი B1, ვერც ისეთი გარე მინარევები, როგორიცაა მეტალომაგნიტური ნაწილაკები.


- ყველა ნიმუშში აღმოჩნდა ობის სოკო და ეს ბუნებრივიცაა, რადგან შავი ჩაი ექვემდებარება ფერმენტაციას, რომლის როსაც მასში აუცილებლად ჩნდება სხვადასხვა მიკროორგანიზმი. ეს უკანასკნელები აუცილებელია ფერმეტაციის პროცესისთვის. ობის შემცველობა არ აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით დაშვებულ რაოდენობას. ყველაზე დიდი რაოდენობით ობი აღმოჩნდა ნიმუშში სახელწოდებით «Майский».


- ისეთი ტოქსიკური ელემენტების დონე, როგორიცაა ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ყველა წარმოდგენილ ნიმუშში დასაშვებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იყო მხოლოდ რუსულ ბაზარზე არსებული პოპულარული ბრენდების პაკეტის ჩაის ტესტირების ოფიციალური შედეგები და არ ეხება ქართულ პროდუქციას.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


2. რომელი ხსნადი ყავაა ყველაზე უკეთესი - ექსპერტიზის შედეგები

image


3. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


4. როგორ და რომელი მაიონეზი ავირჩიოთ - ტესტირების შედეგები

image


5. რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამ

image









0
1163
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0