x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"Gucci "–ის სამოდელო სახლის მიერ წარმოდგენილი მამაკაცების ტანსაცმელი პოზიტიურ განწყობას ნამდვილად შეგიქმნით

image მსოფლიოში სამოდელო სახლების ტანსაცმლის ფორმები და საერთოდ მოდის ტენდენციები, რომ იცვლება ფაქტია, მაგრამ ის რაც ამ კოლექციაშია წარმოდგენილი პირადად ძალზე მახალისებს.
შესაძლოა შოტლანდიელი მამაკაცისათვის მისაღებია ქვედაბოლოს ჩაცმა და სიარული, მაგრამ წარმოვიდგინე ქართველი ამგვარად ჩაცმული და მოდის მესვეურებმა მაპატიონ, მაგრამ ხმამაღლა გამეცინა.
მე არც ექსპერტი ვარ და არც მოდის ტენდეციების შემფასებელი, მე გამეცინა იმაზე რაც ვნახე ჩემი ხედვით.
"Gucci"–ის სამოდელო სახლს ჩემი დასაცინი არაფერი, რომ არ ჭირს ყველასთვის ნათელია და ამ კონტექსტში არც დამიწერია ეს სტატია, უბრალოდ ვფიქრობ: ეს ზე ცნობილი დიზაინერები ფანტაზიის უნარს არიან მოკლებული თუ მეტისმეტად არიან ფანტაზიებში შეჭრილი ასეთ ტანსაცმელს, რომ კერავენ?
მოდის იტალიურმა სახლმა "Gucci" წარმოადგინა ტანსაცმლის 2018 წლის კოლექცია მამაკაცებისათვის. მე ამ სფეროში დილეტანტი ვარ, მაგრამ ამ ტანსაცმელს, რომ მაჩუქონ მაინც, რომ არ ჩავიცვამ ეს ზუსტად ვიცი. შესაძლოა ვიღაცის თვალში ჩამორჩენილი და "ბნელი" გამოვჩნდე, მაგრამ რას ვიზამ ასეთი ვარ.
პირადად ჩაცმის სტილის გამო არავის მივაძახებ რამეს, არც დამცინავ მზერას გავაყოლებ, მაგრამ დამეთანხმებით გულში ნებისმიერს გაგეღიმებათ ასე ჩაცმული მამაკაცის დანახვაზე.
პ.ს
დაბეჯითებით ვიმეორებ, სტატია დავდე როგორც პოზიტიური განწყობის შესაქმნელი მასალა და ნუ მიიღებთ, როგორც მოდის რომელიმე სახლის ან საერთოდ მოდის დიზაინერების დისკრიმინაციად.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















2
83
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
83
  
2017, 6 აგვისტო, 19:34
ჩამივარდა ენა... კი არადა, კლავიატურა)))))))))))))))))
0 1 2