ფოტოგრაფია ევროპაში ყველაზე დიდმკერდიანი ქალი მალიბუს მაშველების როლში გადაიღეს 2017, 4 აგვისტო, 9:21 გერმანელი მოდელი მარტინა ბიგი(Martina Big), რომელიც ყველაზე დიდი მკერდის მფლობელია ევროპაში პამელა ანდერსონის გმირის როლში გადაიღეს ტელესერიალიდან “მალიბუს მაშველები“.
28 წლის ქალმა ფოტოსესია ლოს-ანჯელესის სანაპიროზე, ვენის-ბიჩის პლაჟზე მოაწყო წითელ საცურაო კოსტუმში. "ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვიყავი პამელა ანდერსონით და "მალიბუს მაშვლებით"-აღიარა მოდელმა. მარტინა 2012 წელს პლასტიკურიმა ქირურგიამ გაიტაცა. მან 650 ათასი დოლარი დახარჯა და მკერდი 18 ზომამდე გაიდიდა. აგრეთვე თეთრკანიანიდან ფერადკანიანად იქცა .იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მელანინის ინექციებს იკეთებდა. შეგახსენებთ, ამერიკული სერიალი "მაშველები", რომლის სიუჟეტი ლოს-ანჯელესის ზღვის სანაპიროზე ვითარდება, მაშველებზეა, რომლებიც ამ ქალაქის პლაჟებზე პატრულირებენ. სერიალი 1989 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ყურებადი შოუ გახდა 1.1 მილიარდი მაყურებლით. მთავარ როლებს თამაშობდნენ:დევიდ ჰასელჰოფი, პამელა ანდერსონი, იასმინ ბლითი, ალექსანდრა პოლი, ერიკა ელენიაკი, კარმენ ელექტრა და სხვები. 106 4-ს მოსწონს 1-ს არა
|