საზოგადოება სალომე სიგუა:"დედაენის ბაღში ქართველმა ქალბატონმა ინდოელ წყვილს (ბავშვიანს) შეაფურთხა" 2017, 20 ივლისი, 15:32 სალომე სიგუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი სოციალურ ქსელში "დედა ენის" ბაღთან მომხდარ ინციდენტის შესახებ წერს: "დედაენის ბაღში ქართველმა ქალბატონმა ინდოელ წყვილს (ბავშვიანს) შეაფურთხა. უამრავი ბოდიში მოვიხადე მის ნაცვლად და აქეთ მამშვიდებდა ეს წყვილი. როგორ მრცხვენია ამ კოლექტიური კორკოტების ნაცვლად" თუმცა სოციალურ ქსელში მომხმარებლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს არის სიცრუე და სიგუას ფანტაზიის ნაყოფი.ერთ-ერთი მომხმარებელი კი სვამს რიტორიკულ კითხვას:" ხალხო ვიღაცამ ვიღაცას შეაფურთხა და რა შუაშია ქართული მარში???? და რატომ შეაფურთხა ისიც დაწერეთ, იქნებ მეტის ღირსები იყვნენ?" მომხმარებლების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ძალიან კარგი უქნია და უარესის ღირსები არიან:"კარგადაც მოქცეულა, რატომ გიკვირთ?ჩვენი დიდი კულტურა და შეგნება არავის უნდა, დებილებად გვთვლიან". 697 5-ს მოსწონს 1-ს არა |
კვიცი გვარზე ხტისო ნათქვამია, "დიდი" თენგიზ სიგუას მოგვარეა იქნებ ნათესავისც და ჯონჯოლიას შვილი ჯონჯოლიაზე უკეთესი რატომ გაიზრდება!