ჯანმრთელი კვება მოხარშული სიმინდის უნიკალური თვისება - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 20 ივლისი, 12:36
მოხარშული სიმინდი - ბევრისთვის ზაფხულის ცხელი დღეები და ზღვის პლაჟი სწორედ მასთან ასოცირდება. არავინ დაობს იმაზე, რომ აღნიშნული პროდუქტი მართლაც უგემრიელესია, მაგრამ არის თუ არა იგი ასევე სასარგებლო და შეიძლება თუ არა მისი მირთმევა განურჩევლად ყველასთვის.
ამ შეკითხვებზე შევეცდებით ქვემოთ გავცეთ პასუხი.
სინამდვილეში, სიმინდი მართლაც სასარგებლო პროდუქტების რიცხვში შედის. იგი შეიცავს А, В1, В3 ჯგუფის ვიტამინებს, В9 და С ვიტამინს, ასკორბინის მჟავას. სიმინდის ტარო მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და რკინით. სიმინდს გააჩნია ანტისტრესული მოქმედება და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, გულზე და ერითროციტების გამომუშავებაზე. ორგანიზმში ვიტამინი В1-ის დღიური ნორმის შესავსებად საკმარისია დღეში სულ რაღაც 150 გ. მოხარშული სიმინდის მიღება. სიმინდის ერთ-ერთ უნიკალურ თვისებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ იცვლის თვისებებს ხარშვისას, კონსერვირებისას თუ სხვა თერმული დამუშავებისას. 100 გრამი მოხარშული სიმინდი შეიცავს სულ რაღაც 123 კკალ/100გ, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ამასთან მას მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს, ხელს უწყობს ნივთიერებათ ცვლას და შესაბამისად, კვების დიეტურ რაციონშიც გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მოხარშული სიმინდი სასარგებლოა ჭარბი წონის დროსაც კი, რადგან მალე ანაყრებს ორგანიზმს და აქვეითებს მადას. მოხარშული სიმინდის ოდნავ უხეში მარცვლები ნაწლავებსაც კარგად წმენდს. მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, მოხარშული სიმინდის მირთმევა ზოგისთვის უკუნაჩვენებია. მისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ, თრომბოზი, სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოფლებიტი. აღნიშნულ პროდუქტს არ ურჩევენ ასევე მადის დარღვევისა და სხეულის მცირე მასის მქონე ადამიანებს. სიმინდის მარცვლების მიღება ასევე უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების დროს. ზოგადად კი, რეგულარული და დიდი რაოდენობით მიღებისას მოხარშულმა სიმინდმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელ ადამიანსაც. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ შევინახოთ მთელ-მთელი საზამთრო და ნესვი ახალ წლამდე - ეს ბევრმა არ იცის! 2. ფრთხილად, კიტრია! ანუ რა სარგებლობა და რა ზიანი მოაქვს კიტრს 3. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის! 4. უნდა მივირთვათ თუ არა შემწვარი ქათმის კანი - ამ შეცდომას ბევრი უშვებს! 5. როგორ ავარჩიოთ და მოვხარშოთ სწორად სიმინდი 3901 4-ს მოსწონს
|