x
image
გვანცა1234
7 საკვები, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ყალბი სახით და როგორ გავარჩიოთ ის ნამდვილისგან

7 საკვები, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ყალბი და გენმოდიფიცირებული და როგორ გავარჩიოთ ის ნამდვილისგან
საკვები, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება, შესაძლოა სულაც არ იყოს ის, რაც ჩვენ გვგონია. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს: შესაძლებელია, რომ ეს თავიდან იქნას აცილებული. imageნალექიანი ყავა
დაფქული ნალექიანი ყავა შეიძლება შეიცავდეს დაფქულ ქერს, ხორბას და სოიოს მარცვლებს. საწარმოო ხარჯების შესამცირებლად კომპანიებმა შეიძლება დაამატო ხეც კი.
როგორ დავიცვათ თავი?
შეიძინეთ ყავის მარცვლები და დაფქვით თავად, ან მიმართეთ ისეთ ადგილს სადაც ყავას თქვენ თვალწინ დაფქვავენ.imageბროწეულის წვენი
დეტალები შეფუთვაზე გვეუბნება, რომ ბოთლის შიგნით თქვენ იპოვით 100%-ან ბროწეულის წვენს. თუმცა, სავარაუდოდ, სასმელი იაფი ვაშლის წვენით ან უბრალოდ წყლით არის გაკეთებული.
როგორ დავიცვათ თავი?
ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა და ყურადღება მიაქციეთ წვენის პროპორციას.imageზეითუნის ზეთი
ძვირადღირებული ზეეითუნის ზეთის ყიდვისას, შესაძლოა ხელში იაფასიანი სიმინდის, პალმის ან სოიოს ზეთი შეგრჩეთ.
როგორ დავიცვათ თავი?
ჩაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. თუ ზეთი ნამდვილია ზეითუნის ის ნალექს წარმოქმნის.imageყველი "პარმეზანი"
ერთ-ერთი ლიდერი ბაზარზე ყალბ საკვებთა შორის. ეს ყველი ხის ქერქის დაახლოებით 10%-ს შეიძლება შეიცავდეს. შესაძლოა იაფი ყველის ნაზავიც პარმეზანის ნაცვლად შემოგასყიდონ.
როგორ დავიცვათ თავი?
შეიძინეთ მთლიანი თავი ყველი, ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა სანამ გადაიხდით.imageთაფლი
როდესაც საქმე ეხება ყალბ თაფლს, ადამიანის ფანტაზიას არ აქვს ლიმიტები. უმეტესად ის მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიროფებით კეთდება.
როგორ დავიცვათ თავი?
წაიკითხეთ შენახვის წესები. ბუნებრივი თაფლი სულაც არ უნდა იყოს დაცული მაცივარში. უკვე ნაყიდ თაფლს კი ასე ამოიცნობთ: რაც შეიძლება გააცხელეთ ნემსი და ჩაყავით თაფლში, თუ მასზე წებოვანი მასა წარმოიქმნება, მაშინ თაფლი არ არის ნატურალური, წინააღმდეგ შემტხვევაშ ნემსი სუფთა დარჩებოდა.imageსუში
წითელი ნაჭერი სუშში ხშირად არ არის ნამდვილი ორაგული. ის ან უფრო იაფი თევზია, რომელიც ხანდახან იღებება კიდეც.
როგორ დავიცვათ თავი?
თუ თქვენ ნამდვილად გსურთ თევზი, უმჯობესია შეუკვეთოთ სტეიკის ფორმით.imageბრინჯი
ყველაფერს შორის, ეს შეიძლება იყოს ყველაზე საშიში. ყალბი ბრინჯი, რომელიც სურათზეა დამზადებულია პლასტმასისგან და შერეული სახამებლისგან. მარცვლეული მსგავსია ბრინჯისა და გემო და სუნიც კი არომატიზატორებისგან აქვს მინიჭებული.
როგორ დავიცვათ თავი?
ყალბი ბრინჯი წყალში არ იძირება და პლასტმასის მსგავსად იწვება (აქვს სპეციფიური სუნი წვისას). ყიდვისას, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელს და ენდეთ მხოლოდ დატესტილ ბრენდებს.image

0
558
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0