x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰაზალ კაია - გაიცანით, ფერიჰას გმირი და თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ჰაზალ კაია
დაბადების თარიღი: 1 ოქტომბერი, 1990 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 158 სმ
წონა: 49 კგ



თურქი მსახიობი, ჰაზალ კაია, გაიზარდა თურქულ ოჯახში. მისი მშობლები პროფესიით ადვოკატები არიან. ისინი მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ჰაზალი 7 წლის იყო. გოგონას არც კი უფიქრია მშობლების პროფესიას გაჰყოლოდა, იგი ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო გატაცებული, ცეკვავდა ბალეტს და სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას. ჰაზალმა სტამბულში, იტალიური სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც, ბილგის უნივერსიტეტში, საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით განაგრძო სწავლა. ახალგაზრდა მსახიობი, თურქული ენის გარდა, თავისუფლად ფლობს იტალიურსა და ინგლისურს, აგრეთვე, სწავლობს გერმანულ ენასაც.

ჰაზალ კაიას სამსახიობო კარიერა 2006 წელს დაიწყო, სერიალით "Acemi cadi". 2006 წლიდან დღემდე, ჰაზალი საკმაოდ ბევრ სერიალშია გადაღებული. იგი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰაზალ კაია სასიყვარულო ურთიერთობაშია თურქ მსახიობ, ალი ათაისთან. წყვილი 2014 წლიდანაა ერთად.


ფილმოგრაფია:


2006 - "Acemi cadi" - ფელინი
2006 – "Sıla" - ბერინი
2006 – "Taşların Sırrı" - ბენგუ

2007 - "Genco" - ოზგე
2008-2010 – "Aşk-ı Memnu" - ნიჰალი
2010-2012 – "Behzat Ç. Bir Ankara Polisiyesi" - ბემა

2011 - "Ay büyürken uyuyamam" - ხულია

2011 - "Çalgi çengi"
2011-2012 – "Adını Feriha Koydum" - ფერიჰა
2011 – "Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm" - ბემა
2012 – "Bu Son Olsun" - ლალე
2012 – "Son Yaz-Balkanlar 1912" - ემინე
2013 – "Mavi Dalga" - ფირატის საცოლე
2013 – "A.S.K." - აზრა
2014 – "İtirazım Var" - ზეინეფი


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ჰაზალ კაია და ალი ათაი

imageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის საქინეს გმირი და რატომ გაუჩინარდა იგი მოულოდნელად, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



აიბუქე ფუსათი - "Miss Earth Turkey 2014", სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ვინ არის ჰაზალის როლის შემსრულებელი თურქი გოგონა, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ებრუ იოზქანი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ბურაქ ტოზკოპარანი - ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ნურსელ კოსე - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არზუს გმირი, თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ანანდის გმირი, ინდოელი პატარძალი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო (+ფოტოები

image







0
1733
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0