სხვა სიხარბე,სიძუნწე და გაუმაძღრობა-თურქეთში რუსი-ცოლ ქმარი დააკავეს 2017, 29 ივნისი, 18:33 14 გრაგნილი ტუალეტის ქაღალდი, 5 ლიტრი "ბეილიზი"(ირლანდიური ნაღების ლიქიორი), ჩუსტები, ხალათი, პირსახოცი და ფორთოხალი..ყველაფერი ეს ორ ჩემოდანში სურგუტელ ცოლ-ქმარს იმ დროს აღმოუჩინეს, როდესაც ყველაფერი ამის სასტუმროდან გატანას აპირებდნენ.
ალანიის ერთ -ერთ კურორტზე სასტუმროს თანამშრომელი მთელი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ იპარავდა რუსი ცოლ-ქმარი მუქთა "ბეილიზს"ბარში და სასტუმროს ნომერში აჰქონდათ. დამლაგებლები კი გაოცებულები იყვნენ, როდესაც ყოველდღიურად მთლიანი გრაგნილი ტუალეტის ქაღალდი იკარგებოდა, ხოლო მებაღემ ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბაღიდან ყვავილები ფესვებიანად იყო ამოგლეჯილი. სასტუმროს დატოვებისას დაცვამ შეაჩერა რუსი ცოლ-ქმარი და აიძულა ჩემოდნების გახსნა.ნაძარცვი აკურატულად იყო ჩალაგებული ჩემოდნებში."ბეილიზით" პლასტიკური ბოთლი გაუვსიათ, ფორთოხალი და ვაშლი პაკეტებში შეუფუთიათ.ჩუსტები, ხალათი, პირსახოცი და ტუალეტის ქაღალდი ჩემოდანში ზემოდან ეწყო, ამოგლეჯილი ყვავილის ფესვები კი დანამული იყო. თურქებმა ცოლ-ქმარს ნაძარცვი საქონელი საცალო ფასით უანგარიშეს, შემდეგ კი თვითმფრინავზე გაუშვეს. 395 6-ს მოსწონს 1-ს არა
|