x
image
ნინიჩკა
ქართული ღვინის კიდევ ერთი წარმატება


image
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS 2017“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი) და „მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.

აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული.როგორც მან აღნიშნა, კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყნის 25
პროფესიონალი, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს.



0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0