კონფლიქტები 500-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დონბასიდან დაბრუნების შემდეგ თავი მოიკლა - აცხადებს ავაკოვი 2017, 22 ივნისი, 22:31 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, ქვეყნის სამხედრო პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაახლოებით 500 უკრაინელმა ჯარისკაცმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დონბასის კონფლიქტში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ამის თაობაზე წერს „ИноТВ“, «Украинской правде»-ში გამოქვეყნებულ ავაკოვის სტატიაზე დაყრდნობით. (ვრცელი სტატია სახელწოდებით "Стратегия гибридного мира". სადაც დიდი ყურადღება მიუძღვნა იმ ადამიანების ფიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში ან გახდნენ მოწმეები ან დაზარლდნენ ტერაქტების დროს.) მოცემულ მასალაში ავაკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელიც წარმოშობს დესტრუქციას და პოსტ ტრამვულ სინდრომს. მას მაგალითის სახით მოჰყავს ვეტერანი ავღანელები, რომლებმაც ვერ შეძლეს თავის პოვნა ომიდან დაბრუნების შემდეგ. მათ შორის ყვაოდა ნარკომანია, იქცეოდნენ აგრესიულად, დაფიქსირებული იყო სუიციდის ძალიან დიდი რაოდენობა. „სამხედრო პროკურატურის მონაცემების მიხედვით 2017 წლის ივნისის დასაწყისისთვის დარეგისტრირდა 500-მდე თვითმკვლელობა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებისა საომარი მოქმედებების ზონიდან დაბრუნების შემდეგ“, _ წერს ავაკოვი. მანამდე ავაკოვმა უკრაინელი პოლიციელების მოქმედებების ახალ მკაცრ ხაზზე ისაუბრა. იხილეთ ასევე: 1. ათასობით ბავშვი ორგანოებითვის!!! (უსაშინლესი სიმართლე!!!) 2. ავღანეთში დაკარგული. დაბრუნება 20 წლის შემდეგ ... 1364 9-ს მოსწონს |
ომგამოვლილებს ეწყება ეგრეთ წოდებული "ვიეტნამის სინდრომი", რაც მათ ადაპტაციას საზოგადოებაში ხელს უშლის. ამიტომ ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ნაომარ შემადგენლობასთან მუშაობენ ფსიქოლოგები.