საზოგადოება ორი ცხოვრებისეული ისტორია: თანასწორობაზე და გათანაბრებაზე 2017, 19 ივნისი, 13:59 ერთხელ ჩემთან ცუგა მოვიდა... ერთხელ, როგორღაც, ჩემს ეზოში უცხო ძაღლი შემოვიდა. ყელსაბამის და კარგად ნაკვები იერის მიხედვით, მივხვდი, რომ მასზე კარგად ზრუნავდნენ. ძაღლი მშვიდად მომიახლოვდა, მე მას კეფაზე მოვფხანე და სახლში შევედი. ძაღლიც ფეხ და ფეხ შემომყვა. შემდეგ, მშვიდად გაიარა დერეფანი და პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდა. მე რომ ოთახში შევედი, უკვე კუთხეში იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. ერთი საათის შემდეგ, ადგა და კარებთან მივიდა. მე ის გარეთ გავუშვი.
P. S. თუ სახლში ცხოველი გყავთ, გახსოვდეთ, რომ მას, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, საკუთარი, პირადი სივრცე ესაჭიროება, სადაც დასვენებას შეძლებს. როგორ «მუშაობს» გათანაბრება ეკონომიკის პროფესორი სტუდენტებს სოციალიზმის შესახებ ესაუბრებოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ეკონომიკური წყობა სახელმწიფოში დიდხანს ვერ იარსებებს. მაგრამ, სტუდენტების ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ სოციალიზმი აუცილებლად «იმუშავებდა» და ეს იდეალური სახელმწიფო იქნებოდა, სადაც არ იქნებიან ღარიბები და მდიდრები. რომ ეს, უდიდესი გათანაბრება იქნება – ყველა ისე იმუშავებდა, როგორც შეუძლო, დოვლათი შეიკრიბებოდა და ყველაზე თანაბრად გადანაწილდებოდა! პროფესორმა სტუდენტებს, ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა, ხსენებულ თემაზე. რომლის თანახმად, ყველას ნიშანი შეიკრიბებოდა და სტუდენტების საერთო რაოდენობაზე გაიყოფოდა. ამგვარად, არ იქნებოდნენ ჩაჭრილები და «ფრიადოსნები». პირველი საკონტროლოს ნიშნების გათანაბრების შემდეგ, ყველამ «კარგი» შეფასება მიიღო. ბეჯითი სტუდენტები, ასეთი შედეგით, განაწყენებულები დარჩნენ, ხოლო სტუდენტები, რომლებიც სწავლით თავს არ იკლავდნენ – კმაყოფილები. მეორე საკონტროლოსთვის, ის ვინც ცოტას მეცადინეობდა, უფრო მოუკლო სწავლას, ხოლო ბეჯითებმა – მაინც ყვლას ერთნაირად გვეწერებაო და თავს ძალა აღარ დაატანეს... შედეგად, მეორე საკონტროლოს საშუალო ნიშანი, უკვე «დამაკმაყოფილებელი» იყო. ამ შედეგს, აღარავინ გაუხარებია. ხოლო, როდესაც მესამე საკონტროლო დაწერეს, ყველამ «არადამაკმაყოფილებელი» მიიღო. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, სწავლითაც აღარავინ სწავლობდა, რადგან არავის უნდოდა სხვის მაგივრად სწავლა. 93 7-ს მოსწონს
|